შრომის სამართალი 

2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ბევრ სიახლეს გვთავაზობს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის ხელშეკრულების ვადასთან, ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან, ღამის სამუშაოსთან, სტაჟირებასთან, დეკრეტულ შვებულებასთან, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტასთან და საწარმოს გადაცემასთან დაკავშირებული ნორმები. სიახლე კანონმდებლობაში ყოველთვის არის ერთგვარი გამოწვევა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც მარეგულირებელი ნორმები ეხება, რამდენადაც, არაერთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შრომის სამართლის ტრენინგი მსმენელებს დაეხმარება იმ აუცილებელი ცოდნის მიღებაში, რომელიც ნორმათა სწორი ინტერპრეტირების აუცილებელ ბაზას წარმოადგენს.

BDO Academy დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ერთი კურსის ფარგლებში გაეცნონ შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, ამ ურთიერთობის პრინციპებს, სპეციფიკას და იმ მომიჯნავე ნორმატიულ თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც შრომით ურთიერთობასთან ასე მჭიდროდაა დაკავშირებული.

საბოლოოდ, სწორად დაგეგმილი ტრენინგ კურსი, სწავლების რელევანტური მეთოდები და BDO ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილება ქმნის კურსის წარმატების მყარ ფუნდამენტს და მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ შრომის სფეროს სიახლეებს და დარგში არსებულ პრაქტიკას, რაც საბოლოო ჯამში, გაზრდის მათ კომპეტენციას შრომის სამართლის დარგში.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავება და იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების დახვეწა, რომელიც საჭიროა შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად დაგეგმვა-წარმართვისთვის.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • შრომის სამართლით დაინტერესებული პირები
  • HR სპეციალისტები
  • HR მენეჯერები
  • კომპანიის მენეჯმენტი

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • მაქსიმალურად დაიცვან მათი და კომპანიის ინტერესები
  • სწორად დაგეგმონ შრომის პოლიტიკა
  • სწორად განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის პრინციპები
  • უზრუნველყონ ადმინისტრაციული პროცესების დროული და მართლზომიერი წარმართვა.

სწავლების მეთოდოლოგია

ტრენინგი მეტწილად წარიმართება სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიაზრონ განსახილველი თემის არსი და მნიშვნელობა და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. 

სასწავლო კურსის შინაარსი

  • შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრინციპები
  • შრომითი დისკრიმინაცია, თანაბარი მოპყრობის პრინციპი
  • შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობები, ვადები და ფორმები
  • სტაჟირება
  • ზეგანაკვეთური სამუშაო
  • შვებულების სახეები
  • სამუშაო დროის აღრიცხვა
  • შრომითი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტა
  • კონკურენციის აკრძალვა
  • შრომითი დავა
  • შრომის ინსპექციის სამსახური
  • პასუხისმგებლობა (სანქციები).

ზურა ნატროშვილი

BDO Georgia-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი


მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (კერძო სამართლის მიმართულებით) და ლექტორობის 5 წლიანი გამოცდილებით.

  ხანგრძლივობა: 12 საათი  

ღირებულება: 400 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი