ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში

2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველომ იკისრა ვალდებულება მოეხდინა ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმებაში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიზანი სწორედ ევროპული სტანდარტების დამკვიდრება უნდა იყოს, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახალ რეგულაციებში გაბნეული აღნიშნული სტანდარტების სწორი გაგება და ინტერპრეტაცია უნდა იყოს. BDO Academy გთავაზობთ შესაძლებლობას, სემინარის ფარგლებში გაეცნოთ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს შრომის კოდექსში და შეძლოთ მათი სწორად ინტერპრეტაცია.

სასწავლო სემინარის მიზნები 

საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაცნობა, რაც შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს შესაძლებლობას მისცემს დროულად აუბან მხარი ახალ სტანდარტებს და თავიდან აირიდონ ცვლილებებით დადგენილი (შემოღებული) სანქციები.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • HR სპეციალისტები
  • HR მენეჯერები
  • კომპანიის მენეჯმენტი
  • შრომის სამართლით დაინტერესებული სხვა პირები

სწავლების მეთოდოლოგია

სემინარი მეტწილად წარიმართება სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიაზრონ განსახილველი თემის არსი და მნიშვნელობა და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

სასწავლო სემინარის შინაარსი 

  • შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა
  • შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები
  • არასრული სამუშაო განაკვეთის ცნება და შინაარსი
  • გონივრული მისადაგების ცნება და გამოყენების ფარგლები
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ვალდებულება
  • შრომითი შესვენების უფლება და ხანგრძლივობა
  • სამუშაო დრო და დასვენების მინიმალური სტანდარტი
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის ხელშეწყობა
  • ცვლაში მუშაობა
  • ზეგანაკვეთური სამუშაო
  • ღამის სამუშაოზე დასაქმების შეზღუდვა
  • სამუშაო გამოკვლევების ჩატარების უფლება
  • დეკრეტული შვებულება
  • შრომის ანაზღაურების ცნება
  • ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ცვლილებები
  • საწარმოს გადაცემის ცნება
  • ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე
  • ხანდაზმულობის ვადა
  • შრომის ინსპექცია – ზედამხედველობა შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე
  • სანქციები შრომის კოდექსის დარღვევისთვის

ზურა ნატროშვილი

BDO Georgia-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი


მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (კერძო სამართლის მიმართულებით) და ლექტორობის 5 წლიანი გამოცდილებით.

ხანგძლივობა: 6 საათი  (2 დღე)

ღირებულება: 150 ლარი

 

რეგისტრაცია
სილაბუსი