ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამოქმედებული რეგულაცია კომპანიებს ავალდებულებს 2018-2020 წლების შესაბამისი კატეგორიის ფინანსური ანგარიშგების წარდგენას 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე.
გამარტივების მიზნით, IV კატეგორიის საწარმოებისთვის სააღრიცხვო პოლიტიკის რეტროსპექტულად გამოყენება ნიშნავს მხოლოდ მიმდინარე პერიოდის აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის საწყისი საბალანსო ღირებულებების გადაანგარიშებას. შესაბამისად, საწარმოს არ მოეთხოვება შესადარისი ინფორმაციის გადაანგარიშება. გასული პერიოდის მონაცემების ამგვარი კორექტირება ჯამურად უნდა აისახოს შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგების შესაბამის მუხლში.
მეოთხე კატეგორიის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი ვრცელდება მე-4 კატეგორიის საწარმოთა ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებებზე, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საწარმო იყენებს IFRS-ის ან IFRS for SME-ის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
BDO Academy-ში ტარდება 2 დღიანი სემინარი „ფას IV კატეგორიის საწარმოებისთვის“, სადაც განიხილება:
- ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები;
- ფინანსური ანგარიშგებების (უწყისების) მიმოხილვა;
- ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მიმოხილვა;
- კანონის შესაბამისად, პორტალზე ანგარიშგების ატვირთვა და მონაცემების შევსება;
- პრაქტიკული მაგალითები;
- ანგარიშგების ციფრული ფორმები.
სემინარის შესახებ დეტალების სანახავად და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bdoacademy.edu.ge/pinansuri-angarishgebis-standarti/