About nmishveladze@bdo.ge

This author has not yet filled in any details.
So far nmishveladze@bdo.ge has created 68 blog entries.

დღგ-ის ახალი რეფორმა: ვაუჩერის დაბეგვრა

2021-05-24T14:03:36+04:00

2021 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ს ნაწილში მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები განხორციელდება, კერძოდ - განისაზღვრება ახალი ტერმინები და მათი დაბეგვრის მიდგომები. ერთ-ერთი სიახლე შეეხება ვაუჩერების დაბეგვრას. ვაუჩერები დაიყო ორ ჯგუფად - ერთჯერადი და მრავალჯერადი. მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: კომპანიამ გამოსცა 100 ლარიანი და 200 ლარიანი ვაუჩერები: 100 ლარიანი ვაუჩერით განსაზღვრული იყო საქონლის მიწოდების ადგილად საქართველო და ვაუჩერის სანაცვლოდ მისაწოდებელი საქონელი იბეგრებოდა დღგ-ით. 200 ლარიანი ვაუჩერით განსაზღვრული იყო საქონლის მიწოდების ადგილად საქართველო და ამასთან, ვაუჩერის სანაცვლოდ განსაზღვრული იყო როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქტის მიწოდება. 100 ლარიანი ვაუჩერი თავისი შინაარსით აკმაყოფილებს დღგ-ის ახალი კარით განმარტებული ერთჯერადი ვაუჩერის ცნებას და იბეგრება პირველივე [...]

დღგ-ის ახალი რეფორმა: ვაუჩერის დაბეგვრა2021-05-24T14:03:36+04:00

ACCA Global-ზე საწევროს თანხის გადახდის სტრუქტურა შეიცვალა

2021-05-05T11:51:55+04:00

ACCA-ის სტუდენტთა საყურადღებოდ! შეიცვალა ACCA Global-ზე საწევროს გადახდის სტრუქტურა, კერძოდ: ყოველი 10 მაისის შემდეგ დარეგისტრირებული სტუდენტი არ იხდის მიმდინარე წლის საწევროს, იხდის მხოლოდ მომავალი წლის თანხას. მაგალითად: თუ დარეგისტრირდით 2019 წლის 10 მაისის შემდეგ, 2019 წელს თქვენს ანგარიშზე გამოგიჩნდებათ 2020 წლის საწევროს თანხა. BDO Academy-ის სტუდენტებისთვის კვლავ რჩება ძალაში ფასდაკლება Global-ზე პირველად რეგისტრაციაზე და ღირებულება 89 £-ის ნაცვლად – 40 £-ია. მათ, ვისაც BDO Academy-ში გსურთ ACCA CBE-ის გამოცდაზე გასვლა - დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე, აირჩიეთ გამოცდების გრაფაში ACCA CBE და მიუთითეთ სასურველი წიგნი. გამოცდის დღის ჩანიშვნა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს, 11:00-დან -18:00 სთ-მდე.

ACCA Global-ზე საწევროს თანხის გადახდის სტრუქტურა შეიცვალა2021-05-05T11:51:55+04:00

ფინანსები არაფინანსისტებისთვის – Online ვებინარი (ვიდეო)

2021-10-06T18:20:00+04:00

18 ნოემბერს ჩატარდა Online ვებინარი თემაზე: ფინანსები არაფინანსისტებისთვის. ვებინარის განმავლობაში განვიხილეთ ისეთი თემები, როგორებიცაა: ფინანსური მენეჯერის და მთ. ბუღალტრის როლების გადანაწილება კომპანიაში და თითოეული რგოლიდან მიღებული სარგებელი კრიტიკული გამაფრთხილებელი ნიშნები ბიზნესისთვის და საოპერაციო ციკლის მიმოხილვა ბიუჯეტის შედგენის მნიშვნელოვნება და ბიუჯეტის მოდელები კომპანიის კაპიტალის საშუალო ღირებულება ინვესტიციების შეფასების მეთოდები ტრენერი: BDO Georgia-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების მენეჯერი მიხეილ ჟუჟუნაშვილი იხილეთ ვებინარის ჩანაწერი ბმულზე: https://youtu.be/ffomdnYkuwo BDO Academy-ში ტარდება კურსი „ფინანსები არაფინანსისტებისთვის“ - დარეგისტრირდით.

ფინანსები არაფინანსისტებისთვის – Online ვებინარი (ვიდეო)2021-10-06T18:20:00+04:00

მნიშვნელოვანი ცვლილება პროპორციული წესით დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით

2021-05-24T14:03:43+04:00

2020 წელს გამოქვეყნებული ახალი დღგ-ის კარიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა პროპორციული წესით დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით. ახალი 177-ე მუხლით განისაზღვრა ოპერაციები, რომლის ბრუნვის თანხაც არ გაითვალისწინება დღგ-ის ჩათვლისადმი დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას: დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება უძრავ ნივთთან დაკავშირებული ან ფინანსური ოპერაციები, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა. ცვლილება ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან. ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: საგადასახადო კოდექსის კურსი საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები

მნიშვნელოვანი ცვლილება პროპორციული წესით დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით2021-05-24T14:03:43+04:00

სტაჟირების ცნების შემოღება და ზეგანაკვეთური სამუშაოს ახლებული მოწყობა – შრომის კოდექსი

2021-05-24T13:22:53+04:00

2020 წლის სექტემბერში საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მათ შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა, კოდექსში სტაჟირების ცნების შემოღება და ზეგანაკვეთური სამუშაოს ახლებული რეგულირება. კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, „სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად“. განისაზღვრა ანაზღაურების გარეშე სტაჟირების მაქსიმალური ვადა - 6 თვე და ასევე დადგინდა არაუმეტეს 1 წლიანი ვადა ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის. ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან მიმართებით განისაზღვრა ანაზღაურების ვადა, კერძოდ, დადგინდა, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. იქ, სადაც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება მხარეთა შეთანხმებით [...]

სტაჟირების ცნების შემოღება და ზეგანაკვეთური სამუშაოს ახლებული მოწყობა – შრომის კოდექსი2021-05-24T13:22:53+04:00

შრომის კოდექსში მესამე მოსმენით ცვლილებები მიღებულია

2021-05-24T13:38:55+04:00

საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ეხება შრომითი უფლებების და დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, კოლექტიური შემცირებებისგან დაცვას, ანტიდისკრიმინაციულ და გენდერული თანასწორობის შესახებ დებულებებს. აღნიშნული ცვლილებები საქართველოში ჯანსაღი შრომითი და ბიზნეს კულტურის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: შრომის სამართლის კურსი ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში

შრომის კოდექსში მესამე მოსმენით ცვლილებები მიღებულია2021-05-24T13:38:55+04:00

2020 წლის ივნისიდან „ესტონურ მოდელზე” მყოფ პირებს შორის უსასყიდლო მიწოდების ოპერაციები მოგების გადასახადით არ იბეგრება

2021-05-24T14:02:20+04:00

2020 წელს ამოქმედებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეთგან ერთ-ერთია ახალ მოდელზე მყოფ პირებს შორის უსასყიდლო მიწოდების ოპერაციები, რომლებიც აღარ იბეგრება მოგების გადასახადით. 98(3)-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც პირს მოგების გადასახადით არ ებეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ახალი (ე.წ „ესტონური მოდელი“) მოდელის მიხედვით. ცვლილება ძალაშია 2020 წლის 23 ივლისიდან. ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: საგადასახადო კოდექსის კურსი საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები

2020 წლის ივნისიდან „ესტონურ მოდელზე” მყოფ პირებს შორის უსასყიდლო მიწოდების ოპერაციები მოგების გადასახადით არ იბეგრება2021-05-24T14:02:20+04:00

სიახლე ACCA Global-ისგან: დაჯავშნე CBE-ის დისტანციური გამოცდა

2022-01-05T12:51:41+04:00

COVID-19-ის პანდემიის გამო, ACCA Global სტუდენტებს გაძლევთ საშუალებას დარეგისტრირდეთ, დაჯავშნოთ და ჩააბაროთ CBE-ის გამოცდები სახლიდან გაუსვლელად. ვიდეო: Booking Remote On-Demand CBEs დაჯავშნამდე აუცილებელია გაეცნოთ, გაითვალისწინოთ და დარწმუნდეთ, რომ გაქვთ შესაბამისი მოწყობილობა და გარემო პირობები იმისთვის, რომ წარმატებით ჩაატაროთ გამოცდა. გამოცდის ჩასატარებლად შეამოწმეთ - აკმაყოფილებს თუ არა თქვენი კომპიუტერი/ლეპტოპი მინიმალურ მოთხოვნებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის ჩატარება შეუძლებელია MAC-ზე. ასევე გირჩევთ, არ გამოიყენოთ თქვენი დამქირავებლის მიერ მოწოდებული მოწყობილობა, რადგან მათმა უსაფრთხოების პოლიტიკამ შესაძლოა შეაფერხოს პროგრამული უზრუნველყოფის დამონტაჟება. წაიკითხეთ მოწყობილობის მინიმალური მოთხოვნები შეამოწმეთ შეგიძლიათ თუ არა პროგრამის დამონტაჟება სამწუხაროდ, თუ ვერ აკმაყოფილებთ ამ ორივე საფეხურს, მაშინ ვერ შეძლებთ გამოცდის წარმატებით ჩატარებას, ამიტომ თავი შეიკავეთ [...]

სიახლე ACCA Global-ისგან: დაჯავშნე CBE-ის დისტანციური გამოცდა2022-01-05T12:51:41+04:00

4 პროფესიული სერტიფიცირება, რომელიც თქვენს რეზიუმეში უნდა იყოს

2022-01-05T13:12:05+04:00

პანდემიის პერიოდში თითქმის თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა და დისტანციურად საქმის კეთება მოგვიწია. ბევრისთვის Online მუშაობა თუ სწავლა ახალი ხილი იყო, ზოგისთვის კი - ჩვეულებრივი მოვლენა. რაც მთავარია, მიმდინარე მოვლენებმა გვიჩვენა, რომ თურმე სახლიდან გაუსვლელადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი დრო ეფექტურად და პროდუქტიულად. BDO Academy-ში გვჯერა, რომ წარმატებული კარიერის მნიშვნელოვანი კომპონენტი უწყვეტი სწავლაა, ამიტომაც გთავაზობთ სხვადასხვა მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს. ამ ბლოგის მეშვეობით, წარმოგიდგენთ იმ სერტიფიცირებებს, რომელიც ერთი-ორჯერ გაზრდის თქვენი რეზიუმის ღირებულებას. HR სერტიფიცირებები (PHRi | SPHRi) ბევრი პროფესიისგან განსხვავებით, ადამიანური რესურსების სფეროში სერტიფიცირება არც თუ ისე სავალდებულოა საქართველოში. დამსაქმებლები დაგვეთანხმებიან თუ ვიტყვით, რომ HR სფეროში სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ [...]

4 პროფესიული სერტიფიცირება, რომელიც თქვენს რეზიუმეში უნდა იყოს2022-01-05T13:12:05+04:00

VLOOKUP ფუნქცია MS Excel-ში (ვიდეო)

2021-10-06T18:25:12+04:00

ყველაზე გამოყენებადი და საჭირო MS Excel-ში - VLOOKUP ფუნქციაა. ამ ფუნქციის შესასწავლად კი, პატარა სასწავლო ვიდეო გაგიმზადეთ: https://youtu.be/aj4YzRYFRdM სხვა სასარგებლო ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და გაწევრიანდით ჩვენს Facebook ჯგუფში.

VLOOKUP ფუნქცია MS Excel-ში (ვიდეო)2021-10-06T18:25:12+04:00