ACCA-ის სტუდენტთა საყურადღებოდ!

შეიცვალა ACCA Global-ზე საწევროს გადახდის სტრუქტურა, კერძოდ: ყოველი 10 მაისის შემდეგ დარეგისტრირებული სტუდენტი არ იხდის მიმდინარე წლის საწევროს, იხდის მხოლოდ მომავალი წლის თანხას.

მაგალითად: თუ დარეგისტრირდით 2019 წლის 10 მაისის შემდეგ, 2019 წელს თქვენს ანგარიშზე გამოგიჩნდებათ 2020 წლის საწევროს თანხა.

BDO Academy-ის სტუდენტებისთვის კვლავ რჩება ძალაში ფასდაკლება Global-ზე პირველად რეგისტრაციაზე და ღირებულება 89 £-ის ნაცვლად – 40 £-ია.

მათ, ვისაც BDO Academy-ში გსურთ ACCA CBE-ის გამოცდაზე გასვლა – დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე, აირჩიეთ გამოცდების გრაფაში ACCA CBE და მიუთითეთ სასურველი წიგნი.

გამოცდის დღის ჩანიშვნა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს, 11:00-დან -18:00 სთ-მდე.