COVID-19-ის პანდემიის გამო, ACCA Global სტუდენტებს გაძლევთ საშუალებას დარეგისტრირდეთ, დაჯავშნოთ და ჩააბაროთ CBE-ის გამოცდები სახლიდან გაუსვლელად.

ვიდეო: Booking Remote On-Demand CBEs

დაჯავშნამდე აუცილებელია გაეცნოთ, გაითვალისწინოთ და დარწმუნდეთ, რომ გაქვთ შესაბამისი მოწყობილობა და გარემო პირობები იმისთვის, რომ წარმატებით ჩაატაროთ გამოცდა.

გამოცდის ჩასატარებლად შეამოწმეთ – აკმაყოფილებს თუ არა თქვენი კომპიუტერი/ლეპტოპი მინიმალურ მოთხოვნებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის ჩატარება შეუძლებელია MAC-ზე. ასევე გირჩევთ, არ გამოიყენოთ თქვენი დამქირავებლის მიერ მოწოდებული მოწყობილობა, რადგან მათმა უსაფრთხოების პოლიტიკამ შესაძლოა შეაფერხოს პროგრამული უზრუნველყოფის დამონტაჟება.

წაიკითხეთ მოწყობილობის მინიმალური მოთხოვნები

შეამოწმეთ შეგიძლიათ თუ არა პროგრამის დამონტაჟება

სამწუხაროდ, თუ ვერ აკმაყოფილებთ ამ ორივე საფეხურს, მაშინ ვერ შეძლებთ გამოცდის წარმატებით ჩატარებას, ამიტომ თავი შეიკავეთ CBE-ის დისტანციური გამოცდის მოთხოვნისგან.

გამოცდის დაწყებამდე თუ დაგჭირდებათ დამატებითი დახმარება, მოითხოვეთ წინასწარ დაჯავშნამდე.

ეწვიეთ ACCA Global-ის დამატებით დახმარების სახელმძღვანელოს

აუცილებლად გაეცანით CBE დისტანციური გამოცდის დაჯავშნისა და მოთხოვნის პროცედურების, პერსონალური ინფორმაციის, გადახდების, გამოცდის სტრუქტურის და სხვა მთავარ დეტალებს მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/384oLnx

იმ შემთხვევაში, თუ ვერ სარგებლობთ დისტანციური შეთავაზებით, BDO Academy-ში ACCA CBE-ის საგამოცდო ცენტრით სარგებლობა შესაძლებელია შეზღუდულ დღეებში. გამოცდების დასაჯავშნად გაიარეთ რეგისტრაცია BDO Academy-ის ვებგვერდზე ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: academy@bdo.ge 

ACCA CBE გამოცდაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://bdoacademy.edu.ge/register