4 მნიშვნელოვანი ფაქტი ACCA Global-ის საერთაშორისო გამოცდის შესახებ
nmishveladze@bdo.ge2024-01-11T17:00:10+04:00ACCA (The Association of Chartered Certified Accountants), იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი არის გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია, რომელიც ხსნის დასაქმების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულ ბლოგში გაგაცნობთ იმ 4 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც დაგეხმარებათ ACCA Global-ის კვალიფიკაციისა და წევრობის გზაზე. 1. რამდენი გამოცდის ჩაბარება არის საჭირო ACCA Global-ის წევრობისთვის? მათ, ვისაც ACCA-ის კვალიფიკაციის მიღება და Global-ის წევრობა სურთ, საჭიროა 13 გამოცდის ჩაბარება, 3 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება და ეთიკისა და პროფესიონალური მოდულის დასრულება. ACCA Global-ის სასერტიფიკატო გამოცდები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფინანსების, ბიზნესისა და ზოგადად მენეჯმენტის მიმართულებით სურთ განვითარება. თითოეული წიგნი კი, სხვადასხვა მნიშნველოვანი უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს. გამოცდები [...]