About nmishveladze@bdo.ge

This author has not yet filled in any details.
So far nmishveladze@bdo.ge has created 68 blog entries.

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებისთვის ტრენინგი „მონაცემთა ვიზუალიზაცია“ ჩატარდა

2024-09-06T10:08:17+04:00

BDO Academy-მ „თეგეტა მოტორსის“ ფინანსური და HR გუნდისთვის, თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგები თემაზე – მონაცემთა ვიზუალიზაცია. კურსის მიზანი იყო მონაწილეებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, გაეცნოთ მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალება - Microsoft Power BI, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისთვის. BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა და საქართველოს ბანკის საოპერაციო მიმართულების კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსმა - მიხეილ გოტიაშვილმა კურსის განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მონაცემების წყაროების ტიპები ერთმანეთისგან განცალკევებული წყაროებიდან წამოსული მონაცემების საერთო სივრცესა და ფორმატში მოქცევა მონაცემების მოდელების შექმნა მონაცემების მომზადება ვიზუალიზაციისთვის ანალიტიკური პროცესის ეტაპები ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდები ანალიტიკური მიზნის შესაბამისი ვიზუალიზაციის მეთოდის შერჩევა [...]

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებისთვის ტრენინგი „მონაცემთა ვიზუალიზაცია“ ჩატარდა2024-09-06T10:08:17+04:00

ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების ISO საერთაშორისო სტანდარტი

2024-08-02T15:29:04+04:00

ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის, ადამიანური კაპიტალის ეფექტური მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება და მონაცემების ანალიტიკა კომპანიის სტრატეგიის ეფექტურობასა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. ანგარიშგების სისტემატიური განხორციელებით, HR პროფესიონალებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ბიზნეს პარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე, გაზარდონ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების სიხშირე, გააძლიერონ თანამშრომლობა ტოპ მენეჯმენტთან და გახადონ კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტიანი. არსებობს HR მენეჯმენტის მრავალი განსხვავებული სისტემა და პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალში განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელის მაქსიმიზაციას - გლობალურად მის სტანდარტიზებას კი, ISO 30414 იძლევა. 1. რა არის ISO 30414? ISO 30414 − ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება − პირველი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიოდ გაიაზროს საკუთარი [...]

ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების ISO საერთაშორისო სტანდარტი2024-08-02T15:29:04+04:00

ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

2024-07-29T15:20:13+04:00

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ ფარგლებში BDO Academy და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაპარტნიორდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საქართველოს 5 რეგიონში მეწარმეთა მხარდასაჭერად და მათი ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად, BDO Academy-ის გუნდის მიერ ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: კიბერუსაფრთხოება ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია ხელოვნური ინტელექტი და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია მონაცემთა შეგროვება და ანალიზი. გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესებს ჩაუტარდათ კომპანიის საჭიროებების სრული ციფრული დიაგნოსტიკა, მიმდინარე [...]

ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა2024-07-29T15:20:13+04:00

SARAS-მა BDO Academy-ის განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის პროგრამის შეთანხმების თაობაზე ბრძანება გამოსცა

2024-07-29T13:06:36+04:00

2024 წლის 25 ივნისს, სამსახურის უფროსის მიერ გამოიცა ბრძანება BDO Academy-ის (ს/კ: 205214230) 2024 კალენდარული წლის პერიოდისთვის განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის პროგრამის შეთანხმების თაობაზე. იხ. ბრძანება ზემოაღნიშნული ბრძანება მიღებულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ სამსახურის უფროსის 2023 წლის 23 აგვისტოს №ნ-8 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების მოთხოვნებს. წესის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 [...]

SARAS-მა BDO Academy-ის განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის პროგრამის შეთანხმების თაობაზე ბრძანება გამოსცა2024-07-29T13:06:36+04:00

როგორ გავხდე PHRi-ის ტიტულოსანი?

2024-08-02T15:27:38+04:00

HRCI® არის ადამიანური რესურსების პროფესიის უმაღლესი სასერტიფიკატო და სასწავლო ორგანიზაცია, რომელიც 45 წელზე მეტია გლობალურ სტანდარტებს ადგენს ადამიანური რესურსების გამოცდილებისა და მაღალი ხარისხის შესაქმნელად. „ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი“ (HRCI) ავითარებს და ახორციელებს როგორც მსოფლიო დონის სწავლებას, ასევე რვა გლობალური სერთიფიკატის ადმინისტრირებას. BDO Academy უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის HRCI-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების ოფიციალური პროვაიდერის (CPP) სტატუსის მფლობელია და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც PHRi-ის, ასევე SPHRi-ის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. ამ ბლოგში მიიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც PHRi-ის ტიტულს უკავშირდება. 1. რა უპირატესობები გააჩნია HRCI-ის ტიტულებს? HRCI-ის ტიტულის უპირატესობებია: დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის [...]

როგორ გავხდე PHRi-ის ტიტულოსანი?2024-08-02T15:27:38+04:00

ყველაფერი, რაც CFA-ის შესახებ უნდა იცოდეთ

2024-08-02T14:31:16+04:00

CFA ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გლობალური ასოციაციაა ფინანსებისა და ინვესტიციების პროფესიონალებისთვის. CFA ინსტიტუტის მიერ შექმნილი პროგრამა ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული დისტანციური სასწავლო პროგრამაა; იგი მოიცავს 3 გამოცდას და ამოწმებს ინვესტიციების ანალიზის, აქტივების შეფასების, პორტფელის მართვისა და ქონების დაგეგმვის საფუძვლებს და ამასთან, ამკვიდრებს უმაღლეს ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს. CFA-ის პროგრამის წარმატებით დასრულებისა და CFA-ის წოდების (CFA Charterholder) მისაღებად საჭიროა გრძელი და რთული გზის გავლა, რომელიც არა მხოლოდ საგნის ცოდნას, არამედ აპლიკანტის გამძლეობას, მონდომებასა და ნებისყოფას ამოწმებს. ამ ბლოგში გაეცნობით CFA Level I-ის გამოცდის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს. 1. რა არის CFA charter და როგორ მივიღოთ იგი? CFA charter [...]

ყველაფერი, რაც CFA-ის შესახებ უნდა იცოდეთ2024-08-02T14:31:16+04:00

რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები მეწარმეთა მხარდასაჭერად

2024-07-29T13:06:22+04:00

მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში BDO Academy და „აწარმოე საქართველოში“ დაპარტნიორდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, 12 თვის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ საკონსულტაციო ცენტრებში მეწარმეთა მხარდასაჭერად და მათი ბიზნეს უნარების გასაუმჯობესებლად, BDO Academy-ის გუნდის მიერ ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობა შემდეგი ექვსი ძირითადი მიმართულებით: გაყიდვები და მარკეტინგი საგადასახადო საკითხები იურიდიული საკითხები ფინანსები და ბუღალტერია ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა გაციფრულება. BDO Academy-ისთან თანამშრომლობით, საკონსულტაციო ცენტრები მიკრო, მცირე და საშუალო ტიპის მეწარმეებს შესთავაზებს შემდეგი ტიპის ღონისძიებებს: ტრენინგები 3-6 დღის ხანგრძლივობის კომპლექსური სწავლება შერჩეულ თემაზე. სამუშაო შეხვედრები (workshops) 5-7 საათის ხანგრძლივობის პრაქტიკული აქტივობები და სწავლება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები [...]

რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები მეწარმეთა მხარდასაჭერად2024-07-29T13:06:22+04:00

როგორ გავხდე ACCA-ის სტუდენტი?

2024-09-10T15:53:20+04:00

თუ ამ სტატიას კითხულობ, ესე იგი შენთვის ნაცნობია ACCA-ის კვალიფიკაცია და გინდა მეტი გაიგო მისი წევრობის შესახებ. ამ სტატიაში გაეცნობი: რა არის ACCA, როგორ უნდა გახდე მისი წევრი და რა საფეხურების გავლა მოგიწევს იმისთვის, რომ ჩააბარო საკვალიფიკაციო გამოცდები. რა არის ACCA? ACCA, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი არის გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია, რომელსაც 180 ქვეყნის მასშტაბით 241 000 წევრი და 542 000 სტუდენტი ჰყავს. ამ პროფესიული კვალიფიკაციის მიღება გიხსნის დასაქმების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ACCA-ის სერტიფიცირებული წევრები მუდმივი ყურადღების ცენტრში არიან საბანკო, მენეჯმენტისა და კონსულტაციების სფეროებში. ეს კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც არსებითია ყველასთვის ვისაც ფინანსების, ბიზნესისა და [...]

როგორ გავხდე ACCA-ის სტუდენტი?2024-09-10T15:53:20+04:00

ცვლილება ბრძანებაში დაქირავებულ პირთა რეესტრის შესახებ

2023-09-25T14:37:08+04:00

2023 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №14559, რომლის თანახმადაც ცვლილება შევიდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში „საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“. ცვლილების შედეგად, მეთოდურ მითითებას დაემატა ახალი პუნქტი და დანართი, რომელიც ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის - დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის (288(5) მუხლი) ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესახებ ღონისძიებებს. სსკ-ის 288(5) მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით. ცვლილების შედეგად კი, აღნიშნულ ბრძანებაში დამტკიცდა ახალი დანართი №5, [...]

ცვლილება ბრძანებაში დაქირავებულ პირთა რეესტრის შესახებ2023-09-25T14:37:08+04:00

როგორ გავხდე SPHRi-ის ტიტულოსანი?

2024-08-02T15:28:10+04:00

HRCI® არის ადამიანური რესურსების პროფესიის უმაღლესი სასერტიფიკატო და სასწავლო ორგანიზაცია, რომელიც 45 წელზე მეტია გლობალურ სტანდარტებს ადგენს ადამიანური რესურსების გამოცდილებისა და მაღალი ხარისხის შესაქმნელად. „ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი“ (HRCI) ავითარებს და ახორციელებს როგორც მსოფლიო დონის სწავლებას, ასევე რვა გლობალური სერთიფიკატის ადმინისტრირებას. BDO Academy უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის HRCI-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების ოფიციალური პროვაიდერის (CPP) სტატუსის მფლობელია და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც PHRi-ის, ასევე SPHRi-ის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. ამ ბლოგში მიიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც SPHRi-ის ტიტულს უკავშირდება. 1. რა უპირატესობები გააჩნია HRCI-ის ტიტულებს? HRCI-ის ტიტულის უპირატესობებია: დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის [...]

როგორ გავხდე SPHRi-ის ტიტულოსანი?2024-08-02T15:28:10+04:00