BDO Academy-მ „თეგეტა მოტორსის“ გუნდისთვის, თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე – მონაცემთა ვიზუალიზაცია. კურსის მიზანი იყო მონაწილეებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, გაეცნოთ მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალება – Microsoft Power BI, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისთვის.

ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნა სხვადასხვა ქეისები, თუმცა Case Studies გარდა, მონაწილეებმა შეასრულეს ინდივიდუალური დავალებები, რომლებიც მოიცავდა Power BI-ში ანგარიშგებების აწყობასა და პრეზენტაციის მომზადებას.

კურსის განმავლობაში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • მონაცემების წყაროების ტიპები
  • ერთმანეთისგან განცალკევებული წყაროებიდან წამოსული მონაცემების საერთო სივრცესა და ფორმატში მოქცევა
  • მონაცემების მოდელების შექმნა
  • მონაცემების მომზადება ვიზუალიზაციისთვის
  • ანალიტიკური პროცესის ეტაპები
  • ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდები
  • ანალიტიკური მიზნის შესაბამისი ვიზუალიზაციის მეთოდის შერჩევა
  • Power BI ინსტრუმენტის გამოყენებით მონაცემებით კონკრეტული ვიზუალების და ანგარიშგებების აგება.

„ტრენინგის ფარგლებში მივიღეთ არაერთი სასარგებლო ინფორმაცია Power BI პლატფორმისა და მისი ინსტრუმენტების სწორი გამოყენების შესახებ. კურსის ფორმატი იყო საინტერესო და ინტერაქტიული, მოიცავდა ჩვენს საქმიანობაზე მორგებულ მრავალ პრაქტიკულ მაგალითს, რაც სწავლების პროცესს უფრო გასაგებს და ნაყოფიერს ხდიდა“,- მარია ჩუტკერაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ხარისხის მართვის ანალიტიკოსი.


BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.