მონაცემთა ვიზუალიზაცია

თუ თქვენ გარშემო ბევრი მონაცემია და კვარტლის ან თვის ბოლოს მრავალი ანგარიშგების მომზადება და ბევრი ღამის გათენება გიწევთ, ეს კურსი თქვენთვისაა.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია მსმენელებმა შეძლონ Power BI-ის, როგორც მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალების, ეფექტურად გამოყენება ყოველდღიური სამუშაოს შესრულების დროს.

  • დიდი მოცულობით მონაცემების ეფექტურად დამუშავება, ანალიზი და ვიზუალიზაცია
  • დიდი რაოდენობით მონაცემების სწრაფად დამუშავებით და რიცხვების ვიზუალურად გამოხატვით ბიზნესზე, საქმეზე თუ ამოცანაზე ღირებული ინფორმაციის მიღება
  • მონაცემების დამუშავებისა და ვიზუალიზაციისთვის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • ყველა, ვისაც უწევს მონაცემებთან მუშაობა და მათი ანგარიშგებებად გარდაქმნა
  • ყველა, ვისაც სურს ფლობდეს მონაცემების დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს და იცოდეს, როგორ აქციოს მონაცემები ღირებულ ინფორმაციად
    • ფინანსისტები
    • მარკეტინგის სპეციალისტები
    • საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები
    • ბიზნესანალიტიკოსები

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენა B1
  • მონაცემებთან და ცხრილებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტით, MS Power BI-ით კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლან:

  • როგორ გამოიყენონ მონაცემთა წყაროები
  • მოამზადონ მონაცემები დასამუშავებლად
  • შეიმუშაონ მონაცემთა მოდელები
  • შექმნან დინამიკური, ინტერაქტიული ანგარიშგებები და ვიზუალები
  • გასაგებად, ნათლად მოუთხრონ ამბავი სასურველ აუდიტორიას.

ტრენინგის მონაწილეებს კურსის დასრულების შემდეგ ეცოდინებათ:

  • Business Intelligence (BI) მეთოდები
  • მონაცემების ვიზუალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტები
  • მონაცემებთან მუშაობის მთავარი პრინციპები
  • მონაცემებიდან სწორი დასკვნების გამოტანა
  • მონაცემების ინტერაქტიულ, ავტომატურ ანგარიშგებებად გარდაქმნა
  • UI & UX BI-ში

სწავლების მეთოდოლოგია

კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან, სადაც ყოველი ლექციის ბოლოს მსმენელები შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს. კურსზე განხილული იქნება სხვადასხვა ქეისები, თუმცა Case studies გარდა, სტუდენტებს ექნებათ ინდივიდუალური დავალებები, რომლებიც ასევე გულისხმობს, Power BI-ში ანგარიშგებების აწყობასა და პრეზენტაციის მომზადებას. მსმენელებს საშუალება ექნებათ, ლექციის მიმდინარეობის გარდა, დისტანციურადაც იმუშაონ Power BI-ში.

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • მონაცემების წყაროების ტიპები
  • ერთმანეთისგან განცალკევებული წყაროებიდან წამოსული მონაცემების საერთო სივრცესა და ფორმატში მოქცევა
  • მონაცემების მოდელების შექმნა
  • მონაცემების მომზადება ვიზუალიზაციისთვის
  • ანალიტიკური პროცესის ეტაპები
  • ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდები
  • ანალიტიკური მიზნის შესაბამისი ვიზუალიზაციის მეთოდის შერჩევა
  • Power BI ინსტრუმენტის გამოყენებით მონაცემებით კონკრეტული ვიზუალების და ანგარიშგებების აგება

გელა მაღალთაძე

BDO Georgia-ს უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი


BDO Georgia-ს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით ხელმძღვანელობს მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პროექტებს, როგორებიცაა: Business Intelligence სისტემის შექმნა და დანერგვა კომპანიებში, კომპანიების მომხმარებლების სეგმენტაცია, კომპანიის მომხმარებლებთან  კომუნიკაციის დაგეგმვა, ავტომატური შეთავაზებები, მონაცემთა ვიზუალიზაცია და Smart რეპორტინგი.

გამოცდილება:

  • თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციული უსაფრთხოების ლექტორი
  • საქართველოს მათემატიკის ნაკრების მოწვეული ლექტორი
  • ილია ვეკუასა და ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლებში საოლიმპიადო მათემატიკის წრის ხელმძღვანელი
  • საქართველოს ბანკის კამპანიების მონაცემთა ანალიტიკოსი

ხანგძლივობა: 24 საათი

ღირებულება: 750 ლარი

 

რეგისტრაცია
სილაბუსი