2020 წლის სექტემბერში საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მათ შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა, კოდექსში სტაჟირების ცნების შემოღება და ზეგანაკვეთური სამუშაოს ახლებული რეგულირება.
კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, „სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად“. განისაზღვრა ანაზღაურების გარეშე სტაჟირების მაქსიმალური ვადა – 6 თვე და ასევე დადგინდა არაუმეტეს 1 წლიანი ვადა ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის.
ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან მიმართებით განისაზღვრა ანაზღაურების ვადა, კერძოდ, დადგინდა, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. იქ, სადაც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემით უნდა მოხდეს, განისაზღვრა 4 კვირიანი ვადა ასეთი დროის მისაცემად.
ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: