2022 წლის 6 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდა მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენისას „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთის“ დანართში შემდეგი გრაფების შევსება:
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს.
- ძირითადი საშუალებების ნაშთი წლის ბოლოს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან ხსენებული გრაფების შევსების გარეშე შეიზღუდება მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის გადაგზავნა.
1. რა ვადაში ხდება დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა ?
საწარმო მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის მოგების გადასახადს.
2023 წლის მარტის დეკლარაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა 18 აპრილი.
2. რა მონაცემები აისახება მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში
დეკლარაციის ძირითადი ნაწილი ივსება მოგების გადასახადის გამოანგარიშების მიზნით. მასში აისახება მონაცემები, მათ შორის:
- მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტების შესახებ;
- მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების განაწილების;
- გაწეული ხარჯის, განხორციელებული განაცემის შესახებ;
- ჩასათვლელი, კუთვნილი ან დასაბრუნებელი მოგების გადასახადის შესახებ.
BDO Academy საგადასახადო კოდექსის მიმართულებებით გთავაზობთ შემდეგ კურსებს:
- საგადასახადო სიახლეები – 25 და 26 აპრილს
- საგადასახადო კოდექსი – 2 მაისიდან
- საგადასახადო კოდექსის პროფესიონალი – 27 აპრილიდან