ცვლილება ბრძანებაში დაქირავებულ პირთა რეესტრის შესახებ

2023 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №14559, რომლის თანახმადაც ცვლილება შევიდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში „საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“.

ცვლილების შედეგად, მეთოდურ მითითებას დაემატა ახალი პუნქტი და დანართი, რომელიც ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის – დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის (288(5) მუხლი) ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესახებ ღონისძიებებს.

სსკ-ის 288(5) მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით. ცვლილების შედეგად კი, აღნიშნულ ბრძანებაში დამტკიცდა ახალი დანართი №5, რომლის თანახმადაც, დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის აღნიშნული სანქციის ნაცვლად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიყენება გაფრთხილება, თუ ერთდროულად დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:

  • დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის ფაქტის გამოვლენის თარიღის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იმავე ქმედების ჩადენისათვის, პირს პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია;
  • იმ დაქირავებულ პირზე, რომელზე ინფორმაცია არ არის წარდგენილი დაქირავებულ პირთა რეესტრში, გაცემული შრომის ანაზღაურების თანხები და დაკავებული გადასახადი ასახულია პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში.

ბრძანება ძალაშია 2023 წლის 1 ივლისიდან.

BDO Academy საგადასახადო კოდექსის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ კურსებს:

2023-09-25T14:37:08+04:00