ადამიანური რესურსების მართვის (HR) სფერო მუდმივად ვითარდება. გლობალიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და ცვალებადი სამუშაო გარემო HR პროფესიონალებისგან მოითხოვს არა მხოლოდ ტრადიციული უნარების ფლობას, არამედ უწყვეტ სწავლას, ადაპტაციას და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სერტიფიცირება, როგორიცაა SPHRi (Senior Professional in Human Resources – International), სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. BDO Academy, როგორც HRCI-ის (Human Resource Certification Institute) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, აქტიურად უწყობს ხელს HR პროფესიონალების განვითარებას და სთავაზობს SPHRi-ს მოსამზადებელ კურსებს.
ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ ჩვენი კურსდამთავრებულების პროფესიულ წინსვლასა და მიღწევებს. დღეს BDO Academy-ის ბლოგის სტუმარია ნათია უსტარაშვილი, წარმატებული HR პროფესიონალი, რომელმაც ჩვენთან გაიარა SPHRi-ის მოსამზადებელი კურსი და ახლახან წარმატებით ჩააბარა სერტიფიცირების გამოცდა. ნათია მზად არის, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება, შთაბეჭდილებები და რჩევები.
- ნათია, როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი კარიერული გზა HR სფეროში?
— ინტერესი HR სფეროს მიმართ ჯერ კიდევ მაგისტრატურაზე სწავლის დროს გამიჩნდა. 2018 წელს, თბილისში შევუერთდი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის ადამიანური რესურსების გუნდს და დღემდე ამ სფეროში ვმუშაობ. მას შემდეგ, ჩემი კარიერული გზა საკმაოდ მრავალფეროვანი და დინამიურია – HR ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის შემდეგ, მალევე დავიკავე ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიცია. ამ პერიოდში, ჩემი პასუხისმგებლობა მოიცავდა ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა განვითარებასა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე, კადრების ეფექტურ მართვას.
ბოლო წლებია, ჩემი პროფესიული საქმიანობა კონცენტრირებულია რეკრუტინგზე, რაც ტალანტების მოძიებას, მოზიდვასა და მათი შერჩევის პროცესის ხელმძღვანელობას გულისხმობს. ჩემი გამოცდილება წამყვან ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიებში მაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიმუშაო გლობალურ ბაზარზე და მოვიზიდო მაღალკვალიფიციური კანდიდატები მთელი მსოფლიოდან. მე მჯერა, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატება პირდაპირ კავშირშია მის თანამშრომლებთან, ამიტომ, ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა უკეთესი სამუშაო გარემო და ამით წვლილი შევიტანო კომპანიის წარმატებაში.
- რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია SPHRi სერტიფიცირებისთვის და რატომ აირჩიეთ კონკრეტულად SPHRi?
— მოტივაცია, რომ მიმეღო SPHRi სერტიფიცირება, პირდაპირი შედეგია ჩემი პროფესიული ზრდისა და განვითარების სურვილისა. ბოლო 2 წელია, რაც ევროპაში ვცხოვრობ და მივხვდი, რომ კარიერულად მზად ვიყავი ახალ ეტაპზე გადასასვლელად. აქტიურად დავიწყე იმ გზების ძიება, რომელთა დახმარებითაც ჩემს კარიერული ზრდას შესაბამისობაში მოვიყვანდი გლობალურ სტანდარტებთან და კონკურენციას გავუწევდი საუკეთესო ტალანტებს. სწორედ ამ მიზანმა დამარწმუნა, რომ უნდა მიმეღო SPHRi სერტიფიცირება.
ეს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ჩემს კომპეტენციას ადამიანური რესურსების სტრატეგიულ მართვაში და გლობალურ HR საკითხებში, ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული ზრდის, არამედ პირადი განვითარების შესაძლებლობაცაა. ეს არის გამოწვევა, რომელიც მაძლევს საშუალებას, გავაუმჯობესო ჩემი ცოდნა და უნარები და გავხდე უფრო კონკურენტუნარიანი საერთაშორისო მასშტაბით.
- რატომ აირჩიეთ BDO Academy-ის SPHRi მოსამზადებელი კურსი და რა რჩევებს მისცემდით მომავალ სტუდენტებს, რომლებიც ამ კურსის გავლას აპირებენ?
— BDO Academy-ის ონლაინ მოსამზადებელ კურსს ჩემ მეგობრის რჩევით შევუერთდი. სიმართლე გითხრათ, ადრეც მქონია BDO-სთან კარგი გამოცდილება სხვა მიმართულებით და დარწმუნებული ვიყავი, რომ კურსი ნაყოფიერი იქნებოდა და მოლოდინებს გაამართლებდა. ლექციებზე დამუშავებული მასალები არა მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში დამეხმარა, არამედ, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკაშიც ხშირად გამომადგება.
მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, რომ კურსს საფუძვლიანად მიჰყვნენ, BDO-ს მიერ მოწოდებული ყველა მასალა საფუძვლიანად დაამუშაონ, აქტიურად იმეცადინონ და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს.
- SPHRi საკმაოდ რთულ გამოცდად ითვლება. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება – რა იყო ყველაზე რთული გამოცდის პროცესში, როგორ გაუმკლავდით ამ სირთულეებს?
— ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მოკლე დროში დიდი მოცულობის მასალის დამუშავება და ათვისება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღიური დატვირთული გრაფიკის გამო, საკმარისი თავისუფალი დრო არ მქონდა. თავდაპირველად ვნერვიულობდი, მაგრამ შემდგომ შევძელი ემოციებისა და დროის ეფექტურად მართვა. შევიმუშავე დეტალური და ეფექტური სამეცადინო გეგმა, რომელმაც სრულად გაამართლა. BDO Academy-ის კურსის დასრულების შემდეგ, ყოველდღიურად მინიმუმ ორი საათი ვმეცადინეობდი და რეგულარულად ვაკეთებდი ტესტებს, რათა შესწავლილი მასალა კარგად დამემახსოვრებინა. BDO Academy-ის მოსამზადებელი მასალები ჩემთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი რესურსი. მათში წარმოდგენილი საკითხები სრულად აკმაყოფილებდა გამოცდაზე მოთხოვნილ აუცილებელ სტანდარტებს, რაც გადამწყვეტი იყო ჩემი წარმატებისთვის.
- როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობებს გაძლევთ SPHRi სერტიფიკატი და თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია HR პროფესიონალებისთვის საერთაშორისო სერტიფიცირება?
— SPHRi სერტიფიკატი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვან უპირატესობებს მაძლევს. პირველ რიგში, იგი ზრდის ჩემს ავტორიტეტს HR სფეროში და საერთაშორისო ბაზარზე. ეს არა მხოლოდ ჩემი კომპეტენციის გლობალურად აღიარებას ნიშნავს, არამედ მაძლევს ახალ, უნიკალურ შესაძლებლობას, გავხდე უფრო კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე და მოვიპოვო დამსახურებული ნდობა დამსაქმებლებისა და კოლეგების მხრიდან.
ჩემი აზრით, საერთაშორისო სერტიფიცირება HR პროფესიონალებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტია მათი პროფესიული ზრდისა და კარიერის განვითარების პროცესში. თანამედროვე გლობალიზირებულ სამყაროში, საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და მათთან ადაპტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასეთი საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება არა მხოლოდ ადასტურებს პროფესიონალის კომპეტენციას, არამედ აძლიერებს ნდობას როგორც დამსაქმებლების, ისე თანამშრომლების მხრიდან, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს კარიერული წინსვლისთვის. ეს კი HR სპეციალისტს საშუალებას აძლევს შეუერთდეს მსოფლიოს წამყვან კომპანიებს, სადაც მაღალი ხარისხის უნარები, ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო.
- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა იწყებს HR კარიერას ან გეგმავს SPHRi სერტიფიცირების მიღებას?
— როგორც საერთაშორისო დონის სერტიფიცირებული პროფესიონალი, დამწყებ და უკვე გამოცდილ HR სპეციალისტებს ვურჩევ: პირველ რიგში, ამ სფეროში წარმატების მისაღწევად, უმნიშვნელოვანესია უწყვეტი სწავლა და განვითარება. აღსანიშნავია, რომ HR სფერო მუდმივად ვითარდება და ახალი ტენდენციები ყოველდღიურად ჩნდება. ამიტომ, აუცილებელია, იყოთ მუდმივად ინფორმირებული, სწრაფად ადაპტირდეთ ცვლილებებთან და მუდმივად განავითაროთ თქვენი ცოდნა.
რაც შეეხება უნარებს – მომავალ HR პროფესიონალებს უნდა გააჩნდეთ ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, ასევე, კომუნიკაციისა და მენეჯერული უნარები, რადგან ეს მათ დაეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ეფექტური გუნდის შექმნაში. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ამ სფეროში წარმატების მიღწევა და ორგანიზაციაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა.
ნათიას წარმატების ისტორია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და საერთაშორისო სერტიფიცირება HR სფეროში. BDO Academy სიამაყით ულოცავს მას SPHRi სერტიფიკაციის წარმატებით მიღებას და დარწმუნებულია, რომ მისი პროფესიული გზა კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევით და წარმატებით იქნება სავსე. ჩვენ კი, მზად ვართ გავაგრძელოთ კვალიფიციური HR პროფესიონალების მხარდაჭერა და ერთად შევქმნათ უფრო ძლიერი და წარმატებული მომავალი.