About Mertsi

This author has not yet filled in any details.
So far Mertsi has created 9 blog entries.

პერსპექტივა 6/1

2025-06-13T17:06:48+04:00

BDO Academy-ის ახალი ვიდეო კამპანია მრავალფეროვანი პერსპექტივების იდეაზეა აგებული. რატომ "პერსპექტივა 6/1"? შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სწავლის მიზანი ერთია - კონკრეტული ცოდნის მიღება. და ეს ასეა მანამ, სანამ არ აღმოვაჩენთ თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები იდენტურ ინფორმაციას განსხვავებულად. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია არ ცდილობს ერთი უნივერსალური პასუხის პოვნას. ის გვანახებს, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე კითხვაზე მოიძებნოს ექვსი განსხვავებული პერსპექტივა.   სწავლა იწყება შეკითხვით, გრძელდება მოსმენით და სრულდება ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბებით.  სწორი პასუხი იბადება განსხვავებული შეხედულებების ანალიზით, რომელიც საბოლოოდ მიგიყვანს შენს პასუხამდე. რომელ კითხვებზე მიიღებთ პასუხს? კითხვები მოდის ყოველდღიური, რეალური სიტუაციებიდან. ზუსტად ისეთი, როგორიც შენს პროფესიულ გზაზე გაგჩენია. მაგალითად: „რას მივიღებ ამ [...]

პერსპექტივა 6/12025-06-13T17:06:48+04:00

სემინარი “AI პროექტების მენეჯმენტში”: ერთობლივი ნაბიჯი მომავლისკენ

2025-06-05T16:47:15+04:00

BDO აკადემიამ EBA-სა და BTU-სთან პარტნიორობით ჩაატარა სემინარი „AI პროექტების მენეჯმენტში“. ღონისძიებას BDO აკადემიის პროექტების მართვის ტრენერი, თამთა ბასილაია, უძღვებოდა. სემინარს დაესწრნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, EBA-ს წევრები და ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიების პროგრამებში“ ბენეფიციარები. სემინარი მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე კომპანიები პროექტების მართვაში და როგორ შეიძლება ამ პროცესში ქართული ბიზნესის გაძლიერება. გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ევროპის ბიზნეს ასოციაციას (EBA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. BDO აკადემიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პარტნიორობა, რადგან ის ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, ბიზნეს საზოგადოების გაძლიერებასა და ინოვაციების დანერგვას. AI პროექტებში: თამთა ბასილაიას ხედვები და რჩევები ამ წარმატებული სემინარის შემდეგ, გადავწყვიტეთ [...]

სემინარი “AI პროექტების მენეჯმენტში”: ერთობლივი ნაბიჯი მომავლისკენ2025-06-05T16:47:15+04:00

კორპორატიული სწავლება საზღვრებს მიღმა: საწარმოს რისკების მართვის (ERM) ტრენინგი

2025-05-16T16:37:33+04:00

For English version, please scroll down ↓ თანამედროვე ბიზნესის წარმატება დიდწილად ეფუძნება თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და გლობალურ ცოდნას. კორპორატიული სწავლება გასცდა ლოკალურ საზღვრებს და იქცა სტრატეგიულ ინსტრუმენტად, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ინოვაციური მიდგომების ათვისებაში. BDO აკადემია ამაყობს, რომ არის კორპორატიული განათლების გლობალური პროცესის აქტიური მონაწილე და პარტნიორობას უწევს წამყვან ორგანიზაციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ბოლოდროინდელი თანამშრომლობა Uzbek Leasing International-თან – 1995 წელს დაარსებულ უზბეკეთის ერთ-ერთ წამყვან სალიზინგო კომპანიასთან, რომელიც საერთაშორისო კაპიტალის მონაწილეობით ოპერირებს და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ კომპანიის მენეჯერები ეწვივნენ სპეციალურად საქართველოს, რათა [...]

კორპორატიული სწავლება საზღვრებს მიღმა: საწარმოს რისკების მართვის (ERM) ტრენინგი2025-05-16T16:37:33+04:00

BDO Academy და Enterprise Georgia განაგრძობენ მეწარმეთა მხარდაჭერას რეგიონალურ საკონსულტაციო ცენტრებში

2025-04-30T11:31:48+04:00

BDO Academy და Enterprise Georgia აგრძელებენ თანამშრომლობას რეგიონებში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით. 2023 წელს დაწყებული ინიციატივა 2025 წელსაც გაგრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორივე ორგანიზაციის ერთობლივ ძალისხმევას რეგიონალური ბიზნესის განვითარებაში. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: გაყიდვები და მარკეტინგი საგადასახადო საკითხები იურიდიული საკითხები ფინანსები და ბუღალტერია ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა გაციფრულება პროექტის მიზანი უცვლელია - მეწარმეებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და ინსტრუმენტების მიწოდება, რათა ბიზნესის მართვა უფრო მარტივი, სტრუქტურირებული და წარმატებული გახდეს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და მონაწილეობისთვის ეწვიეთ „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრების გვერდს.

BDO Academy და Enterprise Georgia განაგრძობენ მეწარმეთა მხარდაჭერას რეგიონალურ საკონსულტაციო ცენტრებში2025-04-30T11:31:48+04:00

ტრენინგების სერია ,,პროკრედიტ ბანკში”: ეფექტური მომსახურება საბანკო სექტორში

2025-04-14T12:43:46+04:00

დღევანდელ კონკურენტულ გარემოში მომსახურების ხარისხი გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზაციების წარმატებაში — განსაკუთრებით კი იმ სექტორებში, სადაც მომხმარებელთან ურთიერთობა პირდაპირ განსაზღვრავს ბრენდის აღქმას. საბანკო სფერო სწორედ ასეთია: ის მოითხოვს არა მხოლოდ ფინანსურ სანდოობას, არამედ გამორჩეულ მომსახურებას, რომელიც მომხმარებელთან გრძელვადიან კავშირს აყალიბებს. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია თანამშრომელთა მუდმივი განვითარება და მათი აღჭურვა ისეთ უნარებით, რომლებიც არამხოლოდ ტექნიკურ კომპეტენციას ეფუძნება, არამედ ემოციური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებასაც. ამ საჭიროებების საპასუხოდ, ბიდიო აკადემიამ და ,,პროკრედიტ ბანკმა’’ ერთად განახორციელეს ტრენინგების სერია, რომელიც კლიენტთა მომსახურების მენეჯერებისთვის იყო განკუთვნილი. კურსის პროგრამა სრულად ითვალისწინებდა ბანკის საჭიროებებს და ფოკუსირებული იყო მომსახურების ხარისხის ასამაღლებელ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე. ტრენინგს უძღვებოდა ქეთევან რუსიშვილი, ფინანსებისა და საბანკო საქმის [...]

ტრენინგების სერია ,,პროკრედიტ ბანკში”: ეფექტური მომსახურება საბანკო სექტორში2025-04-14T12:43:46+04:00

HR სფეროში საერთაშორისო წარმატებისკენ: ნათია უსტარაშვილის გზა SPHRi სერტიფიცირებამდე

2025-03-14T14:05:39+04:00

ადამიანური რესურსების მართვის (HR) სფერო მუდმივად ვითარდება. გლობალიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და ცვალებადი სამუშაო გარემო HR პროფესიონალებისგან მოითხოვს არა მხოლოდ ტრადიციული უნარების ფლობას, არამედ უწყვეტ სწავლას, ადაპტაციას და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სერტიფიცირება, როგორიცაა SPHRi (Senior Professional in Human Resources - International), სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. BDO Academy, როგორც HRCI-ის (Human Resource Certification Institute) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, აქტიურად უწყობს ხელს HR პროფესიონალების განვითარებას და სთავაზობს SPHRi-ს მოსამზადებელ კურსებს. ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ ჩვენი კურსდამთავრებულების პროფესიულ წინსვლასა და მიღწევებს. დღეს BDO Academy-ის ბლოგის სტუმარია ნათია უსტარაშვილი, წარმატებული HR პროფესიონალი, რომელმაც ჩვენთან გაიარა SPHRi-ის მოსამზადებელი კურსი და ახლახან წარმატებით [...]

HR სფეროში საერთაშორისო წარმატებისკენ: ნათია უსტარაშვილის გზა SPHRi სერტიფიცირებამდე2025-03-14T14:05:39+04:00

მომავლის მოთხოვნადი უნარები და მათი განვითარების გზები: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის ანალიზი

2025-03-14T13:47:20+04:00

თანამედროვე შრომის ბაზარი გლობალური ტრანსფორმაციის პროცესშია. ტექნოლოგიური რევოლუცია, ეკონომიკური რყევები და სოციალური ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის იმას, თუ როგორ ვმუშაობთ, რა უნარებია საჭირო წარმატებისთვის და როგორ უნდა მოვემზადოთ მომავლის გამოწვევებისთვის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum - WEF) "Future of Jobs Report 2025"  წარმოადგენს კვლევას, რომელიც ძირეულად იკვლევს ამ ტენდენციებს და გვთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს. კვლევის მასშტაბი და მეთოდოლოგია "Future of Jobs Report 2025" არის მასშტაბური კვლევა, რომელიც მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა გლობალურმა დამსაქმებელმა. ეს კომპანიები წარმოადგენენ: 22 სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორს 55 ქვეყნის ეკონომიკას 14 მილიონზე მეტი დასაქმებულის პერსპექტივას კვლევის ძირითადი მიგნებები WEF-ის კვლევა რამდენიმე საკვანძო მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას: ტექნოლოგიური რევოლუციის გავლენა: ხელოვნური [...]

მომავლის მოთხოვნადი უნარები და მათი განვითარების გზები: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის ანალიზი2025-03-14T13:47:20+04:00

„პროკრედიტ ბანკის“ თანამშრომლებისთვის MS Excel-ის პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების სერია ჩატარდა

2025-02-21T13:43:08+04:00

BDO Academy-მ ProCredit Bank-ის 90 თანამშრომლისთვის MS Excel-ის პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების სერია ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომელთა მონაცემთა მართვისა და ანალიზის უნარების გაუმჯობესებას. კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, სასწავლო კურსი მოერგო ორგანიზაციის მოთხოვნებს და ფოკუსირდა მონაწილეების იმ ინსტრუმენტებით აღჭურვაზე, რომელიც გაამარტივებდა მათი ყოველდღიური ამოცანების შესრულებასა და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებას. ინტერაქციული სესიების განმავლობაში, BDO Academy-ის გამოცდილმა ტრენერებმა უზრუნველყვეს პრაქტიკული სწავლება, რაც საშუალებას აძლევდა მონაწილეებს მათი ცოდნის რეალურ სამუშაო პროცესში გადატანის. კურსის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლებმა, კერძოდ: ბიზნეს კლიენტთა და ფიზიკურ პირთა მრჩევლებმა, საკრედიტო რისკებისა და პორტფელის ანალიზის სპეციალისტებმა, ფინანსური რისკების ოფიცრებმა, AML, HR და სხვა ბექ ოფისის წარმომადგენლებმა. [...]

„პროკრედიტ ბანკის“ თანამშრომლებისთვის MS Excel-ის პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების სერია ჩატარდა2025-02-21T13:43:08+04:00

ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414 სტანდარტით – თაკო ჭაბუკიანის გამოცდილება

2025-02-21T18:58:54+04:00

თანამედროვე ორგანიზაციებისთვის ადამიანური რესურსების მართვა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რეკრუტინგი და შიდა ადმინისტრირება. ეს სფერო სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით ისეთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, როგორიცაა ISO 30414. აღნიშნული სტანდარტი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესები და შექმნან მყარი საფუძველი ბიზნესის გრძელვადიანი ზრდისთვის. რატომ არის ISO 30414 მნიშვნელოვანი? ISO 30414 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ადამიანური კაპიტალის მართვის სტრატეგიულ მიდგომებსა და მართვის სტრუქტურებს მოიცავს. ის ხელს უწყობს მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად გამოიყენონ თანამშრომლების პოტენციალი და გააუმჯობესონ HR პროცესები. თაკო ჭაბუკიანის გამოცდილება ,,ომედიას'' HR მენეჯერი, თაკო ჭაბუკიანი, ამ სფეროს ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს [...]

ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა ISO 30414 სტანდარტით – თაკო ჭაბუკიანის გამოცდილება2025-02-21T18:58:54+04:00