„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ტრენერთა რესერტიფიცირების პროექტის ფარგლებში, BDO Academy-მ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ტრენერების ტრენინგი.
სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.
BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა ელენე ზერეკიძემ – BDO კონსალტინგის ტრენინგების უფროსი კონსულტანტი, კურსის განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
- ტრენინგ საჭიროებების დადგენა
- საკუთარი მასალების შექმნა ტრენინგის ხარისხიანად ჩასატარებლად
- ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- სტრესის მართვა
- მსმენელების შეფასების სისტემა
- ტრენინგის უკუკავშირის ფორმა
- PPT-ისა და სხვა დამხმარე ვიზუალური მასალების შექმნა.
BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.