ბუღალტერიის პრაქტიკაში ხშირად შეხვდებით შემთხვევებს, როცა საქონლის ან მომსახურების რეალიზაციაზე ხელშეკრულება დადებულია უცხოურ ვალუტაში, მაგრამ ანგარიშსწორება ხდება უცხოური ვალუტის ექვივალენტ ლარში.

ამ ბლოგის დახმარებით გაგაცნობთ როგორ უნდა მოხდეს რეალიზაციის თანხის დაანგარიშება, რომელზეც შემდეგ უნდა გამოიწეროს ზედნადები.

განსახილველი მაგალითი

დავუშვათ, ხელშეკრულება დადებულია 10 000 საქონლის რეალიზაციაზე 1-ლ მარტს. კურსები თარიღების მიხედვით მოცემულია შემდეგნაირად:

1-ლი მარტი – 2.9

3 მარტი – 2.85

5 მარტი – 2.8

6 მარტი – 2.7

განვიხილოთ I ვარიანტი: საქონლის მიწოდება მოხდა 5 მარტს, თანხა სრულად ჩარიცხულია 6 მარტს.

თუ საქონლის მიწოდება უფრო ადრე ხდება, ვიდრე თანხის მიღება, მაშინ რეალიზაციისა და შესაბამისად ზედანდების თანხის დაანგარიშება ხდება მიწოდების თარიღის მიხედვით. სხვაობა ლარში მიწოდების თარიღსა და ჩარიცხულ თანხას შორის აღიარდება კურსთაშორის სხვაობად.

5 მარტის კურსით: 10000 * 2.8 = 28000

II ვარიანტი: თანხა მიღებულია ავანსად 3 მარტს სრულად, საქონლის მიწოდება მოხდა 5 მარტს.

ასეთ შემთხვევაში, რეალიზაციის თანხა დაიანგარიშება ავანსის მიღების კურსით და შესაბამისად კურსთაშორისი სხვაობა არ წარმოიშობა.

3 მარტის კურსით: 10000 * 2.85 = 28500

III ვარიანტი: 3 მარტს $3000 მიღებულია ავანსად, 5 მარტს მოხდა საქონლის სრულად მიწოდება, ხოლო დარჩენილი $7000 მიღებულია 6 მარტს.

ასეთ დროს, $3000-ის გაანგარიშება ხდება ავანსის კურსით, დანარჩენი $7000-ის – მიწოდების კურსით. $7000-ის მიწოდების თარიღსა და ჩარიცხვის თარიღს შორის არსებული სხვაობა ლარში აღიარდება კურსთაშორის სხვაობად.

   3 მარტის კურსი

3000

2.85

8550

   5 მარტის კურსი

7000

2.8

19600

   ჯამი

 

 

28150

 

თუ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამთ, BDO Academy გთავაზობთ კურსს ბუღალტრული აღრიცხვა, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლების გაცნობა, ძირითადი პრინციპების შესწავლა, საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ზოგადი მიმოხილვა.

22 ლექციის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტის ცნობასა და მომზადებას
  • სხვადასხვა შინაარსის სამეურნეო ოპერაციების ანალიზსა და ბუღალტრულად ასახვას
  • მარტივი ფინანსური ანგარიშგების მომზადებას