BDO Academy-ის ახალი ვიდეო კამპანია მრავალფეროვანი პერსპექტივების იდეაზეა აგებული.

რატომ “პერსპექტივა 6/1”?
შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სწავლის მიზანი ერთია – კონკრეტული ცოდნის მიღება.
და ეს ასეა მანამ, სანამ არ აღმოვაჩენთ თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები იდენტურ ინფორმაციას განსხვავებულად.

სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია არ ცდილობს ერთი უნივერსალური პასუხის პოვნას. ის გვანახებს, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე კითხვაზე მოიძებნოს ექვსი განსხვავებული პერსპექტივა.  

სწავლა იწყება შეკითხვით, გრძელდება მოსმენით და სრულდება ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბებით.  სწორი პასუხი იბადება განსხვავებული შეხედულებების ანალიზით, რომელიც საბოლოოდ მიგიყვანს შენს პასუხამდე.

რომელ კითხვებზე მიიღებთ პასუხს?
კითხვები მოდის ყოველდღიური, რეალური სიტუაციებიდან. ზუსტად ისეთი, როგორიც შენს პროფესიულ გზაზე გაგჩენია. მაგალითად: „რას მივიღებ ამ კურსიდან?“ ან „რა უნდა ვიცოდე წინასწარ?“, ვიღაც გეტყვის: „მოემზადე პრაქტიკისთვის“, ვიღაც ხაზს გაუსვამს იმას, რომ „ზუსტად ერთი მძიმეც ცვლის კონტექსტს“, ვიღაც შენს შიშებზე დაგელაპარაკება, სხვა კი დაგარწმუნებს, რომ არასწორი მოლოდინებისგან გათავისუფლებაც სწავლის პროცესის ნაწილია.

პერსპექტივებს BDO აკადემიის ექვსი ტრენერი გვიზიარებს – ფინანსების, HR-ის, Excel-ის, გაყიდვების, მომსახურებისა და საგადასახადო სფეროების პროფესიონალები. მათ აქვთ განსხვავებული პერსპექტივა და ერთი საერთო გადაკვეთის წერტილი – იციან როდის დასვან კითხვა და გასცენ პასუხი.

რას მოიცავს კამპანია?
ვიდეო კამპანია დაიწყება 13 ივნისიდან და რვა კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველ ხუთშაბათს, BDO აკადემიის სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნდება ახალი პერსპექტივა.