ეფექტური მომსახურება 

მომხმარებლების კმაყოფილება ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს დეტალურად გაეცნონ მომხმარებელთან ურთიერთობის ყველა ეტაპს, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით თვალსაჩინოდ დაინახონ მომსახურების პროცესში არსებული პრობლემები, გაეცნონ ამ პრობლემების გამოსწორების გზებს და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ სერვისის მართვის უნარი.

სასწავლო კურსის მიზნები 

  • ოპერატორები
  • ადმინისტრატორები
  • კრედიტ ოფიცრები
  • ყველა, ვისაც საქმიანი ურთიერთობები აქვს მომხმარებლებთან.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • მომსახურების პროცესის გაუმჯობესებას
  • მომხმარებლის საჭიროებების სწორად და სწრაფად განსაზღვრას
  • სტრესის მართვას მომსახურების პროცესში
  • რთულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებას
  • კონფლიქტური სიტუაციების შემცირებას.

ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. განხილული იქნება ქეისები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

თემატიკა

  • რა არის მომსახურება
  • მომსახურების ეტაპები
  • პირველადი კონტაქტი
  • სუბიექტური რეალობა
  • სხეულის ენა
  • მოთხოვნილების გამოვლენა
  • კითხვის დასმის ტექნიკა
  • მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ალტერნატივები
  • გაყიდვების პროცესის მართვა
  • რთულ მომხმარებელთან ურთიერთობა
  • ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება
  • მომსახურების სტანდარტების შემუშავება ჯგუფებში

ლიკა ჯაფარლი 

Soft Skills ტრენერი, სოციალური ფსიქოლოგი


12 წლიანი აქტიური გამოცდილება ტრენინგებისა და განვითარების სფეროში, კონფლიქტების მართვის მაგისტრი, ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი თუ კონსულტაცია, როგორც ბიზნეს, ისე საჯარო სექტორში.

🔗 LinkedIn

ხანგრძლივობა: 12 საათი

ღირებულება: განსხვავებული

რეგისტრაცია
სილაბუსი