საქართველოში, ჯერ-ჯერობით, ბევრი პროფესიისგან განსხვავებით, ადამიანური რესურსების სფეროში სერტიფიცირება არც თუ ისე სავალდებულოა. საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები მომავალ HR თანამშრომლებს ტიტულებისდა მიხედვით არჩევენ, რადგან ადამიანური რესურსების სერტიფიცირება უზრუნველყოფს თქვენი ღირებულების დემონსტრირებას კონკრეტული და დამტკიცებული გზით.
არჩევნის მრავალფეროვნება
თუ დაინტერესებული ბრძანდებით კომპეტენციისა და სტატუსის ამაღლებით, დღეისთვის HR პროფესიონალებს შეგიძლიათ აირჩიოთ სერტიფიკატები, რომლებიც განავითარებს თქვენს უნარებს, მოგცემთ გამოცდილებასა და დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
40 წლიანი გამოცდილების მქონე HR სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI) გთავაზობთ:
- ასოცირებული პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (aPHR) – გლობალური სერტიფიცირება, რომელიც შექმნილია სპეციალურად დამწყები HR-ებისთვის.
- პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (PHRi) – სერტიფიცირება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტაქტიკაზე, საოპერაციო მიმართულებებზე და მათ განხორციელებაზე.
- უფროსი პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (SPHRi)- კვალიფიკაცია გამოცდილი HR-ებისთვის, რომლებიც HR-ის მიმართულებით სტრატეგიულ ნაწილზე მუშაობენ.
- საერთაშორისო პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (GPHR)- კვალიფიკაცია საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე HR-ებისთვის
რა არის PHRi?
PHRi (Professional in Human Resources International) საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტულია, რომლითაც 500 000-მდე HR პროფესიონალი უკვე სერტიფიცირებულია 125-ზე მეტქვეყანაში.
PHRi-ის ტიტულის მფლობელები ხვდებიან ტიტულოვან სპეციალისტთა მონაცემთა ბაზაში. საერთაშორისო ან მაღალი ორგანზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები, პირველ რიგში, ამ ბაზებში ეძებენ მომავალ თანამშრომლებს. ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში, პროფესიულ და სოციალურ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ PHRi-ის ელექტრონულ სამკერდე ნიშანს.
“BDO აკადემიაში” იწყება მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის HRCI-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსი PHRi-ში.
შემოგვიერთდით!