BDO Academy-ში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ტარდება IFRS for SMEs-ის კურსს, სადაც მსმენელები შეისწავლიან ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, წარდგენას, პორტალზე ატვირთვასა და მონაცემების შევსებას კანონის შესაბამისად.
ამ ბლოგში გაეცნობით გაუფასურების კომპენსირებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
გაუფასურება კომპენსირდება, როდესაც:
- აღარ არსებობს მარაგის გაუფასურების გამომწვევი გარემოებები; ან
- შეცვლილი ეკონომიკური ვითარების გამო, არსებობს მტკიცებულება, რომ პროდუქციის დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით შემცირებული გასაყიდი ფასი გაიზარდა
კომპენსირების თანხა შეზღუდულია თავდაპირველი გაუფასურების ზარალის ოდენობამდე.
მაგალითად, ახალი საბალანსო ღირებულება არ შეიძლება მეტი იყოს თვითღირებულებაზე.
მარაგების გაუფასურება მსს ფასს-ით განხილულია 27-ე განყოფილებაში, სხვა აქტივებთან ერთად.
კურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილია ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის.
IFRS for SMEs-ის განმავლობაში შეისწავლით:
- ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალურ საფუძვლებს
- ფინანსური ანგარიშგებების (უწყისების) მომზადებას
- ფინანსურ ანგარიშგებებს შორის კავშირების გაანალიზებას
- ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადებას
- კანონის შესაბამისად, პორტალზე ანგარიშგების ატვირთვასა და მონაცემების შევსებას.