CFA ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გლობალური ასოციაციაა ფინანსებისა და ინვესტიციების პროფესიონალებისთვის.
CFA ინსტიტუტის მიერ შექმნილი პროგრამა ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული დისტანციური სასწავლო პროგრამაა; იგი მოიცავს 3 გამოცდას და ამოწმებს ინვესტიციების ანალიზის, აქტივების შეფასების, პორტფელის მართვისა და ქონების დაგეგმვის საფუძვლებს და ამასთან, ამკვიდრებს უმაღლეს ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს.
CFA-ის პროგრამის წარმატებით დასრულებისა და CFA-ის წოდების (CFA Charterholder) მისაღებად საჭიროა გრძელი და რთული გზის გავლა, რომელიც არა მხოლოდ საგნის ცოდნას, არამედ აპლიკანტის გამძლეობას, მონდომებასა და ნებისყოფას ამოწმებს.
ამ ბლოგში გაეცნობით CFA Level I-ის გამოცდის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს.
1. რა არის CFA charter და როგორ მივიღოთ იგი?
CFA charter არის პროფესიული წოდება, რომელიც კანდიდატს CFA-ის სამი დონის გამოცდისა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდგომ ენიჭება. CFA-ის გამოცდებისთვის მზადებით, კანდიდატს საკუთარ თავზე მუშაობისა და თვითდისციპლინის ისეთი უნარ-ჩვევები უმუშავდება, რომლებიც არანაკლებ ფასეულია პროფესიული საქმიანობისას.
2. არის თუ არა CFA-ის წოდება აკადემიური ხარისხი?
CFA-ის წოდება არ არის აკადემიური ხარისხი. ეს არის საერთაშორისო პროფესიული წოდება/სერტიფიკატი რომელსაც ფინანსების, საინვესტიციო ანალიზისა და პორტფელის მენეჯმენტის კუთხით მომუშავე პროფესიონალები, ხშირად მაგისტრის ხარისხსაც უთანაბრებენ ხოლმე.
3. როდის ტარდება CFA Level I-ის გამოცდა?
CFA Level I-ის გამოცდა ყოველწლიურად წელიწადში 4-ჯერ ტარდება. 2024-2025 წლისთვის გამოცდები შემდეგ თარიღებშია ჩანიშნული:
- 20 – 26 აგვისტო, 2024
- 13 – 19 ნოემბერი, 2024
- 17 – 23 თებერვალი, 2025
გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: Exam Information, Dates and Fees
4. დარეგისტრირების შემდეგ შემიძლია თუ არა CFA გამოცდის გადადება?
CFA-ის გამოცდის გადადება შეგიძლიათ ძირითადად სამედიცინო მიზეზების გამო. გამოცდის გადადებაზე მარტივი გზა – მისი გაუქმებაა, რა შემთხვევაშიც სარეგისტრაციო მოსაკრებელი უკან აღარ ბრუნდება.
5. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე CFA-ის გამოცდაზე გასასვლელად?
პირს, რომელსაც სურს დარეგისტრირდეს Level I-ის გამოცდაზე, უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სამგზავრო პასპორტი. გარდა ამისა, კანდიდატმა გამოცდაზე რეგისტრაციისთვის უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი:
- მიღებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) დიპლომი ან იყოს ბაკალავრის ხარისხის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- დაგროვებული უნდა ჰქონდეს 4 000 საათი შესაბამისი პროფესიული სამუშაო გამოცდილება ან/და სამუშაო გამოცდილებისა და უმაღლესი განათლების შესაბამისი კომბინაცია.
6. როგორი ფორმატით ტარდება CFA Level I-ის გამოცდა?
CFA Level I-ის გამოცდა 2021 წლიდან კომპიუტერიზებული ფორმატით ტარდება CFA Institute-ის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტესტ-ცენტრებში. გამოცდა ორ სესიად არის დაყოფილი – თითოეულის ხანგრძლივობა 2 საათსა და 15 წუთს შეადგენს და 90 ტესტურ დავალებას (multiple choice questions) მოიცავს.
იხილეთ საგამოცდო ცენტრების სია ბმულზე: CFA Program Test Center Locations
7. რა საგნების ან თემების გამოცდა ხდება I დონეზე?
2024 წლის პირველი დონის გამოცდა მოიცავს შემდეგ თემებს:
- Quantitative Methods
- Economics
- Financial Reporting and Analysis
- Corporate Issuers
- Equity Investments
- Fixed Income
- Derivatives
- Alternative Investments
- Portfolio Management and Wealth Planning
- Ethical and Professional Standards.
8. როგორია CFA Level I-ის გამოცდის წონითი კატეგორიები?
- Quantitative Methods: 6-9%
- Economics: 6-9%
- Financial Reporting and Analysis: 11-14%
- Corporate Issuers: 6-9%
- Equity Investments: 11-14%
- Fixed Income: 11-14%
- Derivatives: 5-8%
- Alternative Investments: 7-10%
- Portfolio Management and Wealth Planning: 8-12%
- Ethical and Professional Standards: 15-20%
9. რა დრო სჭირდება გამოცდისთვის მომზადებას?
გამოცდისთვის მოსამზადებლად საჭიროა საშუალოდ – 300 საათი (დაახლოებით 4-6 თვე). BDO Academy-ში გთავაზობთ ინტენსიურ და ინტერაქტიულ 4 თვიან კურსს, რომელიც ჯამში 30 შეხვედრას მოიცავს (102 სთ).
16 სექტემბრიდან ვიწყებთ CFA-ის პირველი დონის 2025 წლის თებერვლის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს. იხილეთ კურსის დეტალები ბმულზე: CFA Level I Exam კურსი
10. როგორია CFA Level I-ის გამოცდის ჩაბარების დონე?
CFA ინსტიტუტის მონაცემებით, საშუალოდ, გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატების მხოლოდ 38% აბარებს გამოცდას.
CFA Level I Exam Pass Rate:
- February 2023 CFA Level I exam pass rate: 38%
- May 2023 CFA Level I exam pass rate: 39%
- August 2023 CFA Level I exam pass rate: 37%
11. რა ღირს გამოცდაზე გასვლა?
გამოცდის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადრე დარეგისტრირდებით მასზე. უპირველეს ყოვლისა, CFA პროგრამაზე რეგისტრაციის ერთჯერადი საფასურია 350 აშშ დოლარი. ამასთანავე, ყოველ ჯერზე უნდა გადაიხადოთ შესაბამის გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური. CFA ინსტიტუტს აქვს ადრეული და სტანდარტული სარეგისტრაციო ვადები და რაც უფრო გვიან დარეგისტრირდებით ფასები მით უფრო გაიზრდება.
გამოცდაზე ადრეული რეგისტრაციის საფასური – 990 დოლარია, ხოლო სტანდარტულ ვადაში დარეგისტრირების შემთხვევაში გადაიხდით 1290 აშშ დოლარს.
ადრეული რეგისტრაციის ორი ნამდვილად კარგი მიზეზი არსებობს: პირველი, თქვენ დაზოგავთ 300 დოლარს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ CFA-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსისთვის. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ რაც უფრო ადრე დარეგისტრირდებით, მით უფრო მალე მიიღებთ გამოცდისთვის მოსამზადებელ რესურსებზე წვდომას და დაიწყებთ გამოცდისთვის მზადებას.
12. რას გულისხმობს CFA-ის პრაქტიკული უნარების მოდული (Practical Skills Modules)?
CFA-ის პროგრამაში 2024 წლიდან სიახლეა.
CFA პროგრამა გაფართოვდა და მოიცავს პრაქტიკულ, შესაბამისი უნარების ტრენინგს, რათა კანდიდატებს სასწავლო გეგმიდან მიაწოდონ სამსახურისთვის რელევანტური და პრაქტიკული გამოცდილება.
პრაქტიკული უნარების მოდული (PSM) კანდიდატთა პრაქტიკული უნარების განსავითარებლად შეიცავს ვიდეოებს, ტესტურ დავალებას (multiple choice questions), ხელმძღვანელობით პრაქტიკასა და სიტუაციური ანალიზის მეთოდს. იმისათვის, რომ კანდიდატებმა მიიღონ საკუთარი გამოცდის შედეგები, მათ მოეთხოვებათ დაასრულონ მინიმუმ ერთი PSM მოდული თითოეულ დონეზე. PSM თემა შესაძლოა შეირჩეს რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს კანდიდატის საგამოცდო პერიოდის განმავლობაში და უნდა დასრულდეს შედეგების გამოქვეყნებამდე. თითოეული PSM თემის დასასრულებლად საჭიროა 10-15 საათი.
პრაქტიკული უნარების მოდულების მოთხოვნა I დონის კანდიდატებს დაემატა 2024 წლის თებერვლის გამოცდიდან და II დონის კანდიდატებისთვის 2024 წლის მაისის გამოცდიდან. PSM მოთხოვნა III დონისთვის დაემატება 2025 წლის გამოცდებისთვის.
პრაქტიკული უნარების მოდულის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Practical Skills Modules
13. რა თემებს მოიცავს პრაქტიკული უნარების მოდული CFA-ის I დონის გამოცდებისთვის?
2024 წელს პრაქტიკული უნარების მოდულში შემოთავაზებული იქნება შემდეგი მოდულები:
- ფინანსური მოდელირება
როგორ შექმნათ კომპანიის უმაღლესი დონის სამ-ანგარიშიანი ფინანსური მოდელი Excel-ში.
- პითონის პროგრამირების საფუძვლები
საწყისი კურსი Python-ის საფუძვლების დემონსტრირებისთვის და როგორ გამოიყენოთ Jupyter Notebook ფინანსებთან დაკავშირებული მონაცემთა სამეცნიერო პროექტების შემუშავების, პრეზენტაციისა და გაზიარებისთვის.
14. როდის იწყება BDO Academy-ში CFA Level I-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი?
16 სექტემბრიდან BDO Academy-ში იწყება 2025 წლის თებერვლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი.
CFA Level I-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი -ს ჩატარდება სამშაბათ და ხუთშაბათ დღეს, აუდიტორიაში.
15. რამდენია BDO Academy-ის მოსამზადებელი კურსის ღირებულება და მოქმედებს თუ არა შიდა განვადება?
CFA Level I-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის ღირებულება 4 000 ლარია.
- 1-ელ სექტემბრამდე, კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლისთვის მოქმედებს ფასდაკლება და ღირებულება შეადგენს 3 700 ლარს.
ფასები მოცემულია დღგ-ის ჩათვლით.
კურსზე მოქმედებს 5 თვიანი შიდა განვადება.
ახლა, როცა ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ მომზადება ამ გამოცდისთვის.
შემოგვიერთდით CFA I დონის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე, რომელსაც გაუძღვებიან:
- გივი გუჯარაიძე, CFA – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკების მთავარი ანალიტიკოსი
- ლაშა კოდუა, CFA – საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.