საერთაშორისო სერტიფიცირება და პროფესიული ტრანსფორმაცია: სოფო გელენიძის წარმატების ისტორია
Nana Ezugbaia2026-03-24T18:14:40+04:00HR სფეროში განვითარება მხოლოდ გამოცდილების დაგროვებას არ გულისხმობს, ზოგჯერ ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტების ცოდნასთან და მათ პრაქტიკაში გამოყენებასთანაა დაკავშირებული. #აკადემიელების რუბრიკაში, დღეს გვინდა გაგიზიაროთ BDO აკადემიის კურსდამთავრებულის, HR სპეციალისტის, სოფო გელენიძის გზა SPHRi (Senior Professional in Human Resources – International) სერტიფიკატის მოპოვებამდე. რამ განაპირობა სერტიფიცირების სურვილი? მიუხედავად დიდი პრაქტიკული გამოცდილებისა, სოფო გრძნობდა, რომ გარკვეულ საკითხებს უფრო სტრუქტურირებული და გლობალური ხედვა სჭირდებოდა. სწორედ ეს გახდა მთავარი იმპულსი, საკუთარი ცოდნა საერთაშორისო სტანდარტებით გაემდიდრებინა: “ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად მაქვს საჭიროება HR პროცესებზე უფრო ფართო, საერთაშორისო ხედვა მქონდეს. პრაქტიკაში ბევრი რამ მქონდა ნასწავლი, თუმცა ვგრძნობდი, რომ გარკვეული საკითხები უფრო სტრუქტურულად და გლობალურ ჭრილში უნდა გამეაზრებინა.“ რატომ [...]