ACCA კვალიფიკაცია, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, არის გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია, რომელიც გიხსნით დასაქმების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ACCA-ის კვალიფიკაციის მისაღებად კანდიდატებს 14 გამოცდის ჩაბარება უწევთ, მათ შორის არის – ACCA Performance Management, რომლის შედეგადაც კანდიდატებს აქვთ საშუალება აიმაღლონ ცოდნა და კვალიფიკაცია მენეჯერულ აღრიცხვაში.
ამ ბლოგში გთავაზობთ მცირე გზამკვლევს, რომელიც ACCA Performance Management-ის გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ.
1. რა საკითხებს მოიცავს ACCA Performance Management (F5)-ის გამოცდა ?
ACCA PM-ის გამოცდის მეშვეობით კანდიდატს აქვს საშუალება გაიმყაროს ცოდნა, ისეთი მნიშნველოვანი თემების გარშემო, რომლებიც ყოველდღიურად გამოყენებადია სამუშაო პროცესში.
ACCA PM-ის საგამოცდო თემებია:
- Management Information Systems and Data Analytics
- Specialist Cost and Management Accounting Techniques
- Decision-Making Techniques
- Budgeting and Control
- Performance Measurement and Control
- Employability and Technology Skills
2. რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ?
ACCA Global კანდიდატებს ურჩევს სწავლების პერიოდის გავლას აკრედიტირებულ სასწავლო ცენტრებში, რადგან ეს არის როგორც ხარისხის გარანტი, ამავდროულად, შესაძლებლობა ხალისიანი და კომფორტული სწავლების.
ACCA Global-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები BDO Academy-ში წლებია მიმდინარეობს და გთავაზობთ ინტენსიურ და ინტერაქტიულ ტრენინგებს, რომლებსაც უძღვებიან 5-დან 15 წლამდე გამოცდილების მქონე კვალიფიციური პროფესიონალები.
გამოცდებისთვის მომზადების პროცესში გასათვალისწინებელია:
- გამოცდის სილაბუსში არსებული მასალების სრულად დამუშავება
- თეორიული მასალის სიღრმისეულად დაუფლება, პრაქტიკული ამოცანების მარტივად ამოსახსნელად
- ინტენსიურად იმიტირებული ტიპის ტესტებით მუშაობა, რაც დაგეხმარებათ გამოცდაზე უკეთესი შედეგის მიღწევაში.
3. როგორ გამოიყურება გამოცდის სტრუქტურა ?
გამოცდა ჯამში 100 ქულიანია და 3 ნაწილისგან შედგება:
- A სექცია, რომელიც მოიცავს 15 ტესტურ დავალებას
- B სექცია, რომელიც მოიცავს 3 ამოცანასა და 5 ტესტურ კითხვას
- C სექციაში კი, შეგხვდებათ 2 პრაქტიკული ამოცანა
ამასთან გაითვალისწინეთ, რომ გამოცდის მსვლელობისას რეკომენდირებულია:
- დროის სწორად განაწილება
- პირობის ყურადღებით გაცნობა
- პასუხების სტრუქტურულად გაცემა
BDO Academy-ის ACCA Global-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების სწავლების მეთოდოლოგია ორიენტირებულია: პრაქტიკულ სწავლებაზე (პრობლემების ანალიზი, სავარჯიშოებზე მუშაობა), ტესტირებებზე და MOCK გამოცდებზე, რათა მაქსიმალურად მოემზადონ სტუდენტები გამოცდებისთვის და მიიღონ შესაბამისი პროფესიული ცოდნა.
სხვა თქვენთვის მნიშნველოვანი ინფორმაციის ნახვა ACCA PM-ის შესახებ შეგიძლიათ აქ.