ACCA (The Association of Chartered Certified Accountants), იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი არის გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია, რომელიც ხსნის დასაქმების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნულ ბლოგში გაგაცნობთ იმ 4 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც დაგეხმარებათ ACCA Global-ის კვალიფიკაციისა და წევრობის გზაზე.

1. რამდენი გამოცდის ჩაბარება არის საჭირო ACCA Global-ის წევრობისთვის?

მათ, ვისაც ACCA-ის კვალიფიკაციის მიღება და Global-ის წევრობა სურთ, საჭიროა 13 გამოცდის ჩაბარება, 3 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება და ეთიკისა და პროფესიონალური მოდულის დასრულება.

ACCA Global-ის სასერტიფიკატო გამოცდები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფინანსების, ბიზნესისა და ზოგადად მენეჯმენტის მიმართულებით სურთ განვითარება. თითოეული წიგნი კი, სხვადასხვა მნიშნველოვანი უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს.

გამოცდები დაყოფილია 3 დონედ:

1. Applied Knowledge

  • Business and Technology (F1)
  • Management Accounting (F2)
  • Financial Accounting (F3)

2. Applied Skills

  • Corporate and Business Law (F4)
  • Performance Management (F5)
  • Taxation (F6)
  • Financial Reporting (F7)
  • Audit and Assurance (F8)
  • Financial Management (F9)

3. Strategic Professional

სავალდებულო

  • Strategic Business Reporting
  • Strategic Business Leader

ასარჩევი

  • Advanced Financial Management 
  • Advanced Audit and Assurance
  • Advanced Taxation
  • Advanced Performance Management

BDO Academy-ში გთავაზობთ ACCA Global-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს შემდეგი გამოცდებისთვის: Management Accounting (F2), Financial Accounting (F3), Performance Management (F5), Financial Reporting (F7), Audit and Assurance (F8), Financial Management (F9)

2. აქვს თუ არა მნიშვნელობა სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარების თანმიმდევრობას?

ACCA Global-ის გამოცდების ჩაბარებისას გასათვალისწინებელია დონეების თანმიმდევრობა. მაგალითად, მეორე დონის გამოცდების ჩასაბარებლად აუცილებელია, რომ ჯერ პირველი დონის გამოცდები გქონდეთ ჩაბარებული. თუმცა უშუალოდ კონკრეტული დონის გამოცდის ჩაბარებისას თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა და შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი სურვილის შესაბამისად. მაგალითად, დაიწყოთ Financial Accounting-ით, შემდეგ ჩააბაროთ Management Accounting და ა.შ.

3. რა ინტერვალით ტარდება ACCA Global-ის გამოცდები?

ACCA Global შედგება 4 საგამოცდო ციკლისგან. თითოეულ პერიოდში, სტუდენტებს წელიწადში 4-ჯერ შეუძლიათ, მაქსიმუმ 8 განსხვავებულ გამოცდაზე გასვლა.

საგამოცდო ფორმატი შესაძლებელია იყოს როგორც computer-based, ასევე paper-based.

საგამოცდო პერიოდებია:

  • მარტის სესია: 1 იანვარი – 31 მარტი
  • ივნისის სესია: 1 აპრილი – 30 ივნისი
  • სექტემბრის სესია: 1 ივლისი – 30 სექტემბერი
  • დეკემბრის სესია: 1 ოქტომბერი – 31 დეკემბერი

გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია ონლაინ ACCA-ის ავტომატიზირებულ საგამოცდო ცენტრებში, მათ შორის (BT), (MA), (FA) და (LW) BDO Academy-ში.

4. რა როლი აქვს ACCA global-ის კვალიფიკაციას კარიერულ წარმატებაში?

ACCA Global-ის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, დაახლოებით 150 000-მდე შეთავაზება ჰქონდათ ACCA-ის სტუდენტებს, ისეთი დიდი კომპანიებისგან, როგორებიც არიან: BDO, EY, Amazon, PwC, Nestlé, Deloitte და State Street.

ACCA-ის კვალიფიკაცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინანსური კარიერით არ შემოიფარგლება და უზრუნველყოფს ბიზნესისა და კომერციის მიმართულებით საფუძვლების გამყარებასაც.

მას შემდეგ, რაც კანდიდატი დაასრულებს ACCA კვალიფიკაციის გამოცდების ჩაბარებას, სამ წლიანი პრაქტიკული გამოცდილებითა და ეთიკის და პროფესიული უნარების მოდულით, მოწვეული იქნება როგორც ACCA-ის წევრი და შეძლებს ტიტულის გამოყენებას საკუთარი სახელისა და გვარის გასწვრივ.

ACCA-ის წევრობის უპირატესობებია:

  • გაუმჯობესებული კარიერული წინსვლა და მაღალი ხელფასის მიღების პოტენციალი
  • საერთაშორისო დასაქმების არეალი
  • ფართო კარიერული ბიზნეს სფერო
  • გლობალური პროფესიული ორგანოს რეპუტაციული წევრობა
  • საერთაშორისო მასალებზე და კვლევებზე უფასო წვდომა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის, მათ შორის: ვაკანსიებზე, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტებზე, ტექნიკურ განახლებებზე და სხვა
  • აღიარება სხვა ეროვნული ბუღალტრული ორგანოებისგან.

ACCA Global-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები