HRCI® არის ადამიანური რესურსების პროფესიის უმაღლესი სასერტიფიკატო და სასწავლო ორგანიზაცია, რომელიც 45 წელზე მეტია გლობალურ სტანდარტებს ადგენს ადამიანური რესურსების გამოცდილებისა და მაღალი ხარისხის შესაქმნელად. „ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი“ (HRCI) ავითარებს და ახორციელებს როგორც მსოფლიო დონის სწავლებას, ასევე რვა გლობალური სერთიფიკატის ადმინისტრირებას.

BDO Academy უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის HRCI-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების ოფიციალური პროვაიდერის (CPP) სტატუსის მფლობელია და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც PHRi-ის, ასევე SPHRi-ის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს.

ამ ბლოგში მიიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც PHRi-ის ტიტულს უკავშირდება.

1. რა უპირატესობები გააჩნია HRCI-ის ტიტულებს?

HRCI-ის ტიტულის უპირატესობებია:

  • დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ
  • უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი
  • სწრაფი კარიერული წინსვლა
  • მაღალი ანაზღაურება
  • კურსდამთავრებულის პრესტიჟული სტატუსი
  • ონლაინ ბეჯი სოციალურ ქსელებში სტატუსის გამოსახატად.

2. რა საგამოცდო თემებს მოიცავს PHRiის ტიტულები?

PHRi გამოცდის წონითი კატეგორიები ფუნქციონალური სფეროების მიხედვით:

  • ბიზნესის მენეჯმენტი (14%)
  • სამუშაო ძალის დაგეგმვა და ტალანტების მოზიდვა (14%)
  • სწავლება და განვითარება (10%)
  • შრომის კომპენსაცია და სარგებელი (15%)
  • თანამშრომელთა ჩართულობა (17%)
  • თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობები (20%)
  • HR ინფორმაციის მართვა (10%)

3. რამდენად სწორია ჩემთვის PHRi სერტიფიცირება?

მოიპოვეთ HR-ის საერთაშორისო აღიარება „ადამიანური რესურსების პროფესიონალის“(PHRi ™)-ის მეშვეობით, რომელსაც  HR Certification Institute® (HRCI®) გთავაზობთ. PHRi, საერთაშორისო დონის პრაქტიკოსებისთვის, ამტკიცებს პროფესიონალური დონის კომპეტენციას, ცოდნას და უნარებს, რაც ხელს უწყობს კანდიდატის HR კარიერის განვითარებას. PHRi-ის მეშვეობით, ტიტულოსანი ამჟღავნებს ზოგადად აღიარებული ტექნიკური და ოპერატიული HR პრინციპების ოსტატობას ერთ საერთაშორისო ჩარჩოში.

4. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე PHRi-ის ტიტულის მოსაპოვებლად?

PHRi-ის საერთაშორისო გამოცდის მოთხოვნებია:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე HR-ის პოზიციაზე + სამაგისტრო ხარისხი ან საეთაშორისო ექვივალენტი

ან

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე HR-ის პოზიციაზე + საბაკალავრო ხარისხი ან საერთაშორისო ექვივალენტი

ან

  • მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე HR-ის პოზიციაზე + ატესტატი ან საერთაშორისო ექვივალენტი

PHRi-ის გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/PHRi

5. როგორი ფორმატით ტარდება და რა ხანგრძლივობის არის თითოეული ტიტულის გამოცდა?

PHRi-ის გამოცდის სტრუქტურა:

  • კომპიუტერული ტესტი (Pearson VUE Testing Center)
  • გამოცდის დრო: 2 საათი და 15 წუთი (+30 წუთი ადმინისტრაციის დრო)
  • გამოცდის ხანგრძლივობა: 90 შეფასებადი კითხვა + 25 პრეტესტის კითხვა
  • ენა: ინგლისური (ასევე შესაძლებელია ესპანურად – კასტილიურად)

6. როგორ გავხდე HRCI-ის ტიტულოსანი?

იმისთვის, რომ მოიპოვოთ HRCI-ის ტიტული, გთავაზობთ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული ხასიათის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს, სადაც ტარდება ყოველკვირეული ტესტი და განიხილება ქეისები, რომლებშიც აქტიურად ერთვებიან მონაწილეები. იხილეთ კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია:

* HRCI-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე მოქმედებს 3 თვიანი შიდა განვადება

7. როდის შემიძლია გამოცდაზე გასვლა?

როგორც PHRi-ის, ასევე SPHRi-ის გამოცდის დროის დანიშვნა (თვე, რიცხვი) აპლიკანტს შეუძლია ინდივიდუალურად თავისი სურვილის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში, კანდიდატის მიერ არჩეული პრომეტრიკ ტესტირების ცენტრის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

8. რა ღირს გამოცდაზე გასვლა?

PHRi-ის გამოცდის საფასური: 395 USD +100 USD.

9. როგორ ხდება ტიტულის შენარჩუნება?

ტესტირების შემდეგ, როგორც PHRi-ის, ასევე SPHRi-ის ტიტულების მოქმედების ვადა 3 წელია. ტიტულების შესანარჩუნებლად საჭიროა 3 წლის განმავლობაში 60 რესერტიფიცირების კრედიტის მოგროვება ან გამოცდის ხელახლა ჩაბარება.