HRCI® არის ადამიანური რესურსების პროფესიის უმაღლესი სასერტიფიკატო და სასწავლო ორგანიზაცია, რომელიც 45 წელზე მეტია გლობალურ სტანდარტებს ადგენს ადამიანური რესურსების გამოცდილებისა და მაღალი ხარისხის შესაქმნელად. „ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი“ (HRCI) ავითარებს და ახორციელებს როგორც მსოფლიო დონის სწავლებას, ასევე რვა გლობალური სერთიფიკატის ადმინისტრირებას.
BDO Academy უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის HRCI-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების ოფიციალური პროვაიდერის (CPP) სტატუსის მფლობელია და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც PHRi-ის, ასევე SPHRi-ის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს.
ამ ბლოგში მიიღებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც SPHRi-ის ტიტულს უკავშირდება.
1. რა უპირატესობები გააჩნია HRCI-ის ტიტულებს?
HRCI-ის ტიტულის უპირატესობებია:
- დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ
- უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი
- სწრაფი კარიერული წინსვლა
- მაღალი ანაზღაურება
- კურსდამთავრებულის პრესტიჟული სტატუსი
- ონლაინ ბეჯი სოციალურ ქსელებში სტატუსის გამოსახატად.
2. რა საგამოცდო თემებს მოიცავს SPHRi-ის ტიტული?
SPHRi გამოცდის წონითი კატეგორიები ფუნქციონალური სფეროების მიხედვით:
- ბიზნესის მართვა და სტრატეგია (31%)
- ტალანტების განვითარება და მართვა (27%)
- HR მომსახურების გაწევა (24%)
- HR ანალიტიკა (18%)
3. რამდენად სწორია ჩემთვის SPHRi სერტიფიცირება?
წარმოაჩინეთ თქვენი HR ხელმძღვანელობის უნარი, ადამიანური რესურსების უფროსი პროფესიონალის (SPHRi)-ის ტიტულის მეშვეობით, რომელსაც HR სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI®) გთავაზობთ. SPHRi აჩვენებს კანდიდატის ოსტატობას HR მენეჯმენტის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების ასპექტებში.
სერთიფიკატი განკუთვნილია დიდი მოაზროვნეებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანური რესურსების პოლიტიკის დაგეგმვაზე და არა განხორციელებაზე. ორგანიზაციები ეძებენ SPHRi პროფესიონალებს, რადგან მათი იციან, რომ ტიტულოსნები გამოირჩევიან HR დისციპლინების ცოდნითა და HR ფუნქციის მიღმა არსებული ბიზნეს საკითხების გაგებით.
4. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე SPHRi-ის ტიტულის მოსაპოვებლად?
SPHRi-ის საერთაშორისო გამოცდის მოთხოვნებია:
- მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + სამაგისტრო ხარისხი ან ადგილობრივი ექვივალენტი
ან
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + საბაკალავრო ხარისხი ან ადგილობრივი ექვივალენტი
ან
- მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + სკოლის ატესტატი.
SPHRi-ის საერთაშორისო გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/sphri
5. როგორი ფორმატით ტარდება და რა ხანგრძლივობის არის თითოეული ტიტულის გამოცდა?
SPHRi-ის გამოცდის სტრუქტურა:
- კომპიუტერული ტესტი (Pearson VUE Testing Center)
- გამოცდის დრო: 2 საათი და 45 წუთი (+30 წუთი ადმინისტრაციის დრო)
- გამოცდის ხანგრძლივობა: 115 შეფასებადი კითხვა + 25 პრეტესტის კითხვა
- ენა: ინგლისური (ასევე შესაძლებელია ესპანურად – კასტილიურად)
6. როგორ გავხდე HRCI-ის ტიტულოსანი?
იმისთვის, რომ მოიპოვოთ HRCI-ის ტიტული, გთავაზობთ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული ხასიათის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს, სადაც ტარდება ყოველკვირეული ტესტი და განიხილება ქეისები, რომლებშიც აქტიურად ერთვებიან მონაწილეები.
იხილეთ კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია:
* HRCI-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე მოქმედებს 3 თვიანი შიდა განვადება
7. როდის შემიძლია გამოცდაზე გასვლა?
როგორც PHRi-ის, ასევე SPHRi-ის გამოცდის დროის დანიშვნა (თვე, რიცხვი) აპლიკანტს შეუძლია ინდივიდუალურად თავისი სურვილის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში, კანდიდატის მიერ არჩეული პრომეტრიკ ტესტირების ცენტრის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
8. რა ღირს გამოცდაზე გასვლა?
SPHRi-ის გამოცდის საფასური: $495 + აპლიკაციის საფასური: $100.
9. როგორ ხდება ტიტულის შენარჩუნება?
ტესტირების შემდეგ, როგორც PHRi-ის, ასევე SPHRi-ის ტიტულების მოქმედების ვადა 3 წელია. ტიტულების შესანარჩუნებლად საჭიროა 3 წლის განმავლობაში 60 (45 HR-ისა და 15 ბიზნესის) რესერტიფიცირების კრედიტის მოგროვება ან გამოცდის ხელახლა ჩაბარება.
BDO Academy-ში ტარდება SPHRi-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსი, რომელსაც თეიკო ბოკუჩავა, GPHR უძღვება.