BDO Academy-მ „თეგეტა მოტორსის“ ფინანსური და HR გუნდისთვის, თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგები თემაზე – მონაცემთა ვიზუალიზაცია. კურსის მიზანი იყო მონაწილეებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, გაეცნოთ მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალება – Microsoft Power BI, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისთვის.

BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა და საქართველოს ბანკის საოპერაციო მიმართულების კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსმა – მიხეილ გოტიაშვილმა კურსის განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • მონაცემების წყაროების ტიპები
  • ერთმანეთისგან განცალკევებული წყაროებიდან წამოსული მონაცემების საერთო სივრცესა და ფორმატში მოქცევა
  • მონაცემების მოდელების შექმნა
  • მონაცემების მომზადება ვიზუალიზაციისთვის
  • ანალიტიკური პროცესის ეტაპები
  • ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდები
  • ანალიტიკური მიზნის შესაბამისი ვიზუალიზაციის მეთოდის შერჩევა
  • Power BI ინსტრუმენტის გამოყენებით მონაცემებით კონკრეტული ვიზუალების და ანგარიშგებების აგება.

ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნა სხვადასხვა ქეისები, თუმცა Case Studies გარდა, მონაწილეებმა შეასრულეს ინდივიდუალური დავალებები, რომლებიც მოიცავდა Power BI-ში ანგარიშგებების აწყობასა და პრეზენტაციის მომზადებას.


BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.