HR სფეროში განვითარება მხოლოდ გამოცდილების დაგროვებას არ გულისხმობს, ზოგჯერ ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტების ცოდნასთან და მათ პრაქტიკაში გამოყენებასთანაა დაკავშირებული. #აკადემიელების რუბრიკაში, დღეს გვინდა გაგიზიაროთ BDO აკადემიის კურსდამთავრებულის, HR სპეციალისტის, სოფო გელენიძის გზა SPHRi (Senior Professional in Human Resources – International) სერტიფიკატის მოპოვებამდე.

რამ განაპირობა სერტიფიცირების სურვილი?

მიუხედავად დიდი პრაქტიკული გამოცდილებისა, სოფო გრძნობდა, რომ გარკვეულ საკითხებს უფრო სტრუქტურირებული და გლობალური ხედვა სჭირდებოდა. სწორედ ეს გახდა მთავარი იმპულსი, საკუთარი ცოდნა საერთაშორისო სტანდარტებით გაემდიდრებინა:

“ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად მაქვს საჭიროება HR პროცესებზე უფრო ფართო, საერთაშორისო ხედვა მქონდეს. პრაქტიკაში ბევრი რამ მქონდა ნასწავლი, თუმცა ვგრძნობდი, რომ გარკვეული საკითხები უფრო სტრუქტურულად და გლობალურ ჭრილში უნდა გამეაზრებინა.“

რატომ BDO აკადემია?

ახლის სწავლის გზაზე სწორი პარტნიორის შერჩევა წარმატების მთავარი საფუძველია. სოფომ არჩევანი კოლეგების პოზიტიური რეკომენდაციების საფუძველზე BDO აკადემიაზე შეაჩერა და, როგორც თავად ამბობს, მოლოდინები სრულად გამართლდა: პროგრამა იყო მკაფიოდ სტრუქტურირებული და, რაც მთავარია, პრაქტიკაზე ორიენტირებული.

როგორი იყო სასწავლო პროცესი?

SPHRi გამოცდისთვის მომზადება საკმაოდ ინტენსიური აღმოჩნდა. სოფოს თქმით, ამ გზაზე მენტორის მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო:

“განსაკუთრებით დამეხმარა მენტორის მიდგომა, გვაძლევდა კონკრეტულ მიმართულებებს, რაზე გაგვემახვილებინა ყურადღება, როგორ გვეაზროვნა და როგორ მოვმზადებულიყავით გამოცდისთვის. ამან ძალიან გამიადვილა დიდი მოცულობის მასალის მოკლე დროში დაძლევა და სწორი აქცენტების გაკეთება.”

რა შეიცვალა გამოცდის შემდეგ?

ბუნებრივია, გამოცდამდე ნერვიულობაც იყო, თუმცა შედეგმა ყველაფერი გადაფარა, გამოცდის წარმატებით დასრულებას შვებისა და დიდი სიხარულის განცდა მოჰყვა. დღეს სოფო HR პროცესებს სრულიად სხვა მასშტაბით უყურებს.

რა არის SPHRi-ის მთავარი სარგებელი?

  • მეტი პროფესიული თავდაჯერებულობა
  • HR პროცესების გლობალური და სტრუქტურირებული ხედვა
  • საერთაშორისო აღიარება და კარიერული ზრდის პერსპექტივა.

ვულოცავთ სოფოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ პროფესიულ  წარმატებებს!