Project Management Professional (PMP) არის საერთაშორისოდ აღიარებული და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერტიფიკატი პროექტების მართვაში, რომელსაც პროექტების მართვის ინსტიტუტი (PMI) გთავაზობთ. PMI არის წამყვანი პროფესიული ასოციაცია, სადაც გაწევრიანებულია პროექტების მართვის მილიონობით პროფესიონალი და ინდივიდუალური პირი.

PMI ქმნის გლობალურად აღიარებულ სტანდარტებს, სერტიფიკატებს, ონლაინ კურსებს, ინსტრუმენტებს, ციფრულ პუბლიკაციებსა და პროფესიულ საზოგადოებებს 214 ქვეყნის მასშტაბით.

ამ ბლოგში გაეცნობით PMP-ის გამოცდის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს.

1. ვისთვის არის PMP-ის სერტიფიცირება განკუთვნილი?

PMP-ის სერტიფიკატი განკუთვნილია მოქმედი პროექტის მენეჯერებისთვის. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მის მფლობელ მენეჯერებს აქვთ ყველა ის უნარი და ცოდნა, რაც საჭიროა პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მათ უნარებზე – მართონ პროექტში ჩართული ადამიანები და პროცესები ისე, რომ არსებული ბიზნეს გარემო იყოს გათვალისწინებული. ამას გარდა, PMP სერტიფიკატი ხაზს უსვამს, რომ მის მფლობელ მენეჯერებს აქვთ უნარები ეფექტურად მართონ პროექტები 3 ძირითადი მიდგომით: ტრადიციული (waterfall), ეჯაილი და ჰიბრიდული.

2. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე PMP-ის გამოცდაზე გასასვლელად?

იმისათვის, რომ მიიღოთ PMP სერტიფიკატი, უნდა აკმაყოფილებდეთ საგანმანათლებლო და პროფესიული გამოცდილების გარკვეულ მოთხოვნებს.

  • უმაღლესი განათლება
  • პროექტის მართვის მიმართულებით მინიმუმ 36 თვიანი სამუშაო გამოცდილება
  • პროექტის მართვის მიმართულებით მიღებული განათლების/ტრენინგის 35 საათი.

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.pmi.org/certifications/project-management-pmp

3. როდის და სად ტარდება PMP-ის გამოცდა?

ზოგიერთი კანდიდატი ფიქრობს, რომ არსებობს კონკრეტული თარიღები PMP-ის სერტიფიცირების გამოცდაზე გასასვლელად. თუმცა, PMP-ის გამოცდის განრიგი ასე არ მუშაობს.

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს და გავლილი გაქვთ PMP-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი. ამის შემდეგ, გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად, შეავსეთ აპლიკაცია pmi.org-ზე და დაელოდოთ განაცხადის დადასტურებას.

აპლიკაციის დადასტურების შემდეგ, 1 წლის განმავლობაში გაქვთ საშუალება PMP-ის გამოცდაზე გასასვლელად. თუ ერთი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებთ გამოცდას, ხელახლა მოგიწევთ აპლიკაციის შევსება და განაცხადის განხილვის პროცესი.

გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, უახლოეს PMP-ის ტესტ ცენტრში, რომელიც ტარდება Pearson VUE-ს ტესტს ცენტრების მიერ.

იხილეთ PMP-ის საგამოცდო ცენტრები ბმულზე: https://home.pearsonvue.com/pmi

4. როგორი ფორმატით ტარდება PMP-ის გამოცდა?

PMP გამოცდა ტარდება კომპიუტერიზებული ფორმატით და შედგება 180 კითხვისგან, რომლის დასასრულებლად 230 წუთია გამოყოფილი. გამოცდა მოიცავს ტესტურ (multiple choice questions, multiple responses) კითხვებს.

5. რა საკითხების გამოცდა ხდება PMP-ზე და როგორია მათი წონითი კატეგორიები?

PMP-ის გამოცდა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • Domain People – 42%
  • Process – 52%
  • Business Environment – 8%

მოითხოვეთ დეტალური სილაბუსი ბმულზე: https://bdoacademy.edu.ge/pmp/

6. რა ღირს გამოცდაზე გასვლა?

PMP-ის გამოცდის ღირებულება შეადგენს:

  • წევრებისთვის: $405
  • არაწევრებისთვის: $555

7. როგორ ხდება სერტიფიკატის შენარჩუნება?

PMP-ის სერტიფიკატის მოქმედების ვადა 3 წელია. სერტიფიკატის განსაახლებლად საჭიროა 3 წლის განმავლობაში 60 კრედიტის მოგროვება.

8. როდის იწყება BDO Academy-ში PMP-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი?

PMP-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი BDO Academy-ში 24 ოქტომბრიდან იწყება, რომელიც ჩატარდება ორშაბათ და ოთხშაბათ დღეს, 19:00 საათზე, დისტანციურად.

9. რამდენია BDO Academy-ის მოსამზადებელი კურსის ღირებულება?

PMP-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის ღირებულება 3 000 ლარია.

14 ოქტომბრის ჩათვლის ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 2 700 ლარს, 3 000 ლარის ნაცვლად.

კურსის ღირებულება მოიცავს გამოცდის სიმულაციურ ტესტებს.


ახლა, როცა ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ მომზადება ამ გამოცდისთვის.

შემოგვიერთდით, PMP-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე, რომელსაც ევექსი ჰოსპიტლების სტრატეგიული პროექტის მენეჯერი – თამთა ბასილაია (PMP, PMI-ACP) გაუძღვება.

თამთა არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი (PMP, PMI-ACP) 8+ წლის პროექტის მართვის აქტიური გამოცდილებით. ის PMI საქართველოს წარმომადგენლობის წევრია და ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას, რითაც ხელს უწყობს პროექტის მართვის დარგის პოპულარიზებას საქართველოში.