ადამიანური კაპიტალის მართვის როლი კომპანიების წარმატებაში არსებითად გაიზარდა. დღეს კომპანიები ეძებენ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები და პირდაპირი გავლენა მოახდინონ ბიზნესის შედეგებზე.

მაგრამ როგორ უნდა დაამტკიცოს HR პროფესიონალმა, რომ ის მზად არის ამ ახალი, სტრატეგიული როლისთვის? პასუხი გლობალურ სტანდარტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ კვალიფიკაციაშია, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი PHRi (Professional in Human Resources – International™) სერტიფიკატია.

რას ნიშნავს, იყო სტრატეგიული HR პარტნიორი?  
PHRi-
ის ანალიზი

HRCI-ის (Human Resource Certification Institute) მიერ შემუშავებული PHRi-ის გამოცდის სტრუქტურა თავად გვიჩვენებს, თუ როგორია თანამედროვე HR-ის როლი. გამოცდის 50%-ზე მეტი ეთმობა არა ოპერაციულ, არამედ სტრატეგიულ საკითხებს:

  • ბიზნესის მართვა (Business Management) – 14%
  • სამუშაო ძალის დაგეგმვა და ტალანტების მოზიდვა (Workforce Planning and Talent Acquisition) – 14%
  • სწავლება და განვითარება (Learning and Development) – 10%
  • ჯამური ანაზღაურება (Total Rewards) – 15%
  • თანამშრომელთა ჩართულობა (Employee Engagement) – 17%
  • თანამშრომელთა და შრომითი ურთიერთობები (Employee and Labor Relations) – 20%

რას გვეუბნება ეს ციფრები? ის ფაქტი, რომ გამოცდის ნახევარზე მეტი ეთმობა ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა ბიზნესის მართვა, თანამშრომელთა ჩართულობა და ჯამური ანაზღაურება, ნათლად აჩვენებს, რომ PHRi ამზადებს არა ადმინისტრატორს, არამედ ბიზნეს-პარტნიორს.

ამ ტრანსფორმაციის გზას ყველაზე უკეთ რეალური მაგალითები გვიჩვენებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვესაუბრეთ მარიამ გელაშვილს, BDO Academy-ის PHRi-ის მოსამზადებელი კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულს.

პარტნიორობა წარმატებისთვის
როცა კომპანია და თანამშრომელი ერთ მიზანს ისახავს
მარიამი უკვე ოთხი წელია, რაც HR სფეროში საქმიანობს. ბოლო სამი წელია, მას საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიაში“ სწავლებისა და განვითარების კოორდინატორის პოზიცია უკავია. მისი საქმიანობა მოიცავს ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის მართვას, ტრენინგების ორგანიზებას, შიდა სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და კომპანიის სასწავლო მართვის სისტემის (LMS) ადმინისტრირებას.
მარიამის ისტორია ნათლად ასახავს თანამედროვე მიდგომას, სადაც პროფესიული განვითარება არა ცალმხრივი სურვილი, არამედ თანამშრომლისა და კომპანიის საერთო, სტრატეგიული ინვესტიციაა.

,,ყოველთვის მინდოდა HR სფეროში პროფესიული ზრდა და განვითარება და ვფიქრობ, რომ ხანდახან სწორ გარემოში ყოფნა აჩქარებს ამ პროცესს. ვიცოდი, რომ PHRi სერტიფიკატის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, როგორც ჩემი კარიერული წინსვლისთვის, ასევე კომპანიისთვისაც, სადაც დღეს ვმუშაობ. იდეა ასე დაიბადა – სრული მხარდაჭერა მივიღე როგორც კომპანიისგან, ისე ჩემი მენეჯერისგან, რაც დამატებითი მოტივაცია გახდა მიზნის მისაღწევად. ”

თვითმომზადებიდან სტრუქტურირებულ ცოდნამდე
BDO Academy-
ის როლი
დამოუკიდებელმა მომზადებამ მარიამს კარგი საფუძველი მისცა, თუმცა ის მალევე მიხვდა, რომ PHRi-ის მსგავსი გლობალური გამოცდის ჩაბარება კონკრეტულ სტრატეგიას მოითხოვდა. საჭირო იყო სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც თეორიულ ინფორმაციას საგამოცდო კომპეტენციად აქცევდა.

„დამოუკიდებლად მომზადება გარკვეულ დონემდე დამეხმარა, მაგრამ გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია სწორი მიმართულება, სტრუქტურირებული მასალები და პროფესიონალური მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ავირჩიე BDO Academy, რომლის ეფექტურობაზე არაერთი დადებითი გამოხმაურება მქონდა მოსმენილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არჩევანი მიზნის მიღწევაში ყველაზე მეტად დამეხმარებოდა  და ასე აღმოჩნდა კიდეც.“

მისი თქმით, კურსის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – გამოცდის ფორმატზე მორგებული სილაბუსი, პრაქტიკული ტესტირებები და, რაც მთავარია, ლექტორის პროფესიონალიზმი.

„თეიკო ბოკუჩავას, პროფესიონალიზმი, ცოდნა და ადამიანური მიდგომა ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. მან არამხოლოდ მარტივად და გასაგებად ამიხსნა რთული თემები, არამედ მთელი პროცესის განმავლობაში მაძლევდა მოტივაციასა და ინტერესს. მისი მხარდაჭერა კურსის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ფასეულია.

მჯერა, რომ გამოცდილი ლექტორი და სწორად შედგენილი სილაბუსი – არის წარმატების მთავარი საფუძველი, როცა საქმე ისეთ სერტიფიცირებულ გამოცდას ეხება, როგორიც PHRi-ია.”

PHRi-ის რეალური ღირებულება
ცოდნიდან გლობალურ ხედვამდე
რა იცვლება PHRi-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ? მარიამი ხაზს უსვამს, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სტატუსი.

,,ვფიქრობ, რომ PHRi-ის სტატუსი მხოლოდ ტიტული არ არის, ეს არის ცოდნა, რომელიც გაძლევს უფრო ფართო ხედვას HR-ის გლობალურ სტანდარტებზე და საუკეთესო პრაქტიკებზე. გამოცდისთვის მომზადების პროცესმა საშუალება მომცა დეტალურად შემესწავლა საერთაშორისო მიდგომები და გამეზარდა ცოდნა HR-ის, როგორც ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორის როლის შესახებ.

მიღებულ ცოდნას პირველ რიგში გამოვიყენებ ჩემი კომპანიის ინტერესების გაძლიერებისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვხედავ ამ გამოცდილებას როგორც მყარ საფუძველს კარიერული წინსვლისა და უფრო ფართო პროფესიული პასუხისმგებლობების მისაღებად.”

სტრატეგიული მომზადების გზა
რჩევა მომავალ კანდიდატებს
PHRi-ის სერტიფიკატისკენ მიმავალი გზა მოითხოვს არა მხოლოდ შრომას, არამედ სწორ სტრატეგიას. მარიამის გამოცდილება ამას ნათლად ადასტურებს. ის ხაზს უსვამს ორ ეტაპიან მიდგომას, რომელიც, ჩვენი აზრითაც, წარმატების საუკეთესო ფორმულაა: თავდაპირველი დამოუკიდებელი კვლევა და შემდგომ, სტრუქტურირებული, პროფესიონალური მომზადება.

,,მთავარია დისციპლინა და მოტივაცია. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყოდი, რომ თავდაპირველად კარგია ზოგადი თემების გაცნობა, რათა ზოგადი ხედვა შეიქმნა გამოცდასთან დაკავშირებულ თემებზე. ხოლო ამის შემდეგ BDO Academy-ის კურსის გავლა საშუალებას გაძლევს ცოდნა ორგანიზებულად გაამყარო, პრაქტიკულად მოემზადო და გამოცდისთვის მაქსიმალურად მზად იყო.“

დამოუკიდებლად მასალის გაცნობა გეხმარებათ, გაიაზროთ გამოწვევის მასშტაბი და შექმნათ საწყისი მოტივაცია. თუმცა, PHRi-ის მსგავსი გლობალური გამოცდა მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საგამოცდო ტექნიკის, დროის მართვისა და პრაქტიკული ქეისების ანალიზის უნარს. სწორედ ამ კომპონენტს უზრუნველყოფს პროფესიონალური კურსი, რომელიც ცოდნას სისტემაში მოიყვანს და გამოცდისთვის საჭირო თავდაჯერებულობას შეგძენთ.

PHRi-ის სერტიფიკატი დღეს HR პროფესიონალებს აძლევს მზაობას, იყვნენ კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებთა მაგიდასთან და იმოქმედონ ბიზნესის რეალურ შედეგებზე. BDO Academy კი ამ პროცესში რჩება იმ პარტნიორად, რომელიც ცოდნას, სტრუქტურასა და რეალურ მხარდაჭერას აერთიანებს.