ექსელი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყოველდღიურად გამოყენებადი პროგრამაა, რომელსაც როგორც ჩარტების შესაქმნელად, ასევე მონაცემების გასაანალიზებლად, მოხსენებების წარსადგენად და მრავალი მსგავსი ოპერაციების განსახორციელებლად ვიყენებთ. აღნიშნული პროცესები ნამდვილად შრომატევადი საქმიანობაა, ამიტომაც გაგიმზადეთ 30 სასარგებლო „შორთქათი“, რითაც შეგიძლიათ მარტივად იხელმძღვანელოთ.

MS Excel-ის Shortct-ები („შორთქათები“) არის კლავიატურაზე ერთი, ორი ან მეტი ღილაკის კომბინაცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევასრულოთ ექსელის ესა თუ ის ფუნქცია სწრაფად, მარტივად და „მაუსის“ გამოყენების გარეშე. „შორთქათების“ მეშვეობით ჩვენი სამუშაო ექსელში ხდება უფრო სწრაფი, ეფექტური და მაქსიმალურად კონცენტრირებული მიმდინარე დავალებაზე.

ექსელის მოყვარულებსა თუ ექსპერტებს შორის, „მაუსის“ გარეშე მუშაობა გარკვეული სტატუსის აღმნიშვნელიც კი არის.

თუ სრულყოფილად გსურთ ექსელის შესწავლა, შემოგვიერთდით კურსზე: სპეციალისტი MS Excel-ში. ამ ბლოგში კი, წარმოგიდგენთ ექსელის როგორც ყველაზე პოპულარულ, ასევე ნაკლებად ცნობილ „შორთქათებს“, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გაიმარტივოთ და გახადოთ თქვენი საქმე უფრო ეფექტური და ამასთან ერთად, თავი მოიწონოთ თქვენი ცოდნით კოლეგებთან და მეგობრებთან 😉 

► CTRL+S – ფაილის შენახვა

► F12 – ფაილის შენახვა სხვა სახელით

► CTRL+C, CTRL+X – დაკოპირება, ამოჭრა

► CTRL+V – დაკოპირებულის ან ამოჭრილის ჩასმა

► CTRL+Z, CTRL+Y – ერთი მოქმედებით უკან დაბრუნება/წინ გადასვლა

► CTRL+D, CTRL+R – მონიშნული უჯრის ჩამოვრცელება ქვემოთ/გავრცელება მარჯვნივ

► CTRL+ისრები – ბოლო აქტიურ უჯრაზე გადასვლა

► SHIFT+ისრები – უჯრების მონიშვნა

► CTRL+SHIFT+= – სვეტის, სტრიქონის ან უჯრის ჩამატება

► CTRL + – (მინუსი) – სვეტის, სტრიქონის ან უჯრის წაშლა

► SHIFT+SPACE, CTRL+SPACE – სტრიქონის მონიშვნა, სვეტის მონიშვნა

► CTRL+A – შიტზე აქტიური/გამოყენებადი არეს მონიშვნა

► CTRL+P – დაბეჭდვის ფანჯრის გახსნა

► CTRL + PGUP/PGDOWN – მომდევნო შიტებზე გადასვლა

► F2 – არჩეული უჯრის რედაქტირება (ასევე გვეხმარება არჩეული უჯრის მოძებნაში, თუ ფილტრი მოვხსენით ან სქროლის ფუნქცია გამოვიყენეთ)

► CTRL + 1 – უჯრის დაფორმატების ფანჯრის გახსნა

► F4 – ბოლო მოქმედების გამეორება (მაგ. უჯრის გაფერადება იმავე ფერით)

► F9, SHIFT + F9 – ფაილის გადათვლა, შიტის გადათვლა

► ALT +  = – ჯამის ფუნქციის ჩასმა

► ALT + ENTER – მოცემულ უჯრაშივე ქვედა სტრიქონზე ჩამოსვლა

► CTRL + B, CTRL + I, CTRL + U – უჯრის/ტექსტის გამუქება, დახრა, ხაზგასმა

► CTRL + [ – იმ უჯრების მონიშვნა/გადასვლა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მოცემულ უჯრაში ჩაწერილ ფორმულაში

► CTRL + ;, CTRL + SHIFT + ; – მიმდინარე თარიღის და დროის ჩასმა უჯრაში

► CTRL + F – ძებნის ფანჯრის გახსნა

► CTRL + ENTER – უჯრაში მონაცემების შეტანა, იმავე უჯრაზე დარჩენით; თუ თავიდან მონიშნავთ რამდენიმე უჯრას, მაშინ ყველა უჯრაში შეიტანება პირველი უჯრის მონაცემები

► ALT+TAB – გახსნილ ექსელის ფაილებს შორის გადასვლა

► CTRL+HOME, CTRL+END – შიტის პირველ/ბოლო გამოყენებულ უჯრაზე გადასვლა

► CTRL+SHIFT+ისრები – მთლიანი სვეტის, სტრიქონის ან ცხრილის მონიშვნა

► CTRL+SHIFT+L – ფილტრის დადება ან მოხსნა

► CTRL + V, შემდეგ CTRL, შემდეგ V – დაკოპირებული უჯრის მხოლოდ შედეგის ჩასმა (გამოიყენება ფორმულების კოპირებისას, თუ გვსურს მხოლოდ ფორმულის შედეგის გადატანა)

ჩვენი კურსები: