კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება

თანამედროვე ციფრულ სამყაროში კიბერუსაფრთხოება კომპანიის მმართველი საბჭოსთვის რისკის მნიშვნელოვანი სფეროა. კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან ინფორმაციასთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებს, საფრთხისგან თავის არიდების მექანიზმებსა და მის საუკეთესო პრაქტიკებს.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, ფინანსური და კომერციული დირექტორებისათვის
  • ნებისმიერი კომპანიის თანამშრომლებისათვის, რომლებთაც აქვთ წვდომა IT სისტემებზე და უწევთ ინფორმაციის რაიმე სახით დამუშავება.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ თავი აარიდონ სხვადასხვა კიბერ და ინფორმაციულ რისკებს, როგორებიცაა – ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომა, მისი დამახინჯება, ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და სხვა ისეთი რისკები, რომლებმაც შესაძლოა პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენოს როგორც პიროვნება, ასევე კომპანია.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსი გაჯერებული იქნება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, რომელშიც ჩაერთვებიან ტრენინგის მონაწილეები.

კურსი მოიცავს აქტივობებს, რომელიც მონაწილე გუნდების ყოველდღიურ საქმიანობის ამსახველ ქეისებზე იქნება მორგებული.

სასწავლო კურსის შინაარსი

ხელმძღვანელებისთვის, ფინანსური და კომერციული დირექტორებისათვის:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების მიმოხილვა:
    • რა არის ინფორმაციული უსაფრთხოება
    • რა არის ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტი
  • კიბერ შეტევების სახეები
    • სოციალური ინჟინერია
    • მავნე კოდი
  • შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან
  • რატომ არის ინვესტირება საჭირო ინფორმაციულ უსაფრთხოებაში და რა სარგებელი მოაქვს რისკების დაზღვევას
  • კიბერ ჰიგიენა
  • შიდა პოლიტიკები და კომუნიკაცია თანამშრომლებთან
  • კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება ახალ პროექტებში
  • აუთსორსინგი

კომპანიის  IT-ის თანამშრომლებისათვის:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების მიმოხილვა:
    • რა არის ინფორმაციული უსაფრთხოება
    • რა არის ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტი
  • სოციალური ინჟინერია
  • ელ. ფოსტისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება
  • პაროლი, როგორც ინფორმაციაზე დაშვების დაცვის პირველი ზღუდე
  • ინფორმაციის გამოყენება
  • კიბერ ჰიგიენა

ანზორ მეხრიშვილი

BDO Georgia-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი


ინფორმაციულ უსაფრთხოებაში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობით BDO Georgia-ში დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სისტემა ISO/IEC 27001:2017.

სერტიფიცირებული: CISA, CISM, ISO 27001 Senior LA, ISO 27001 Senior LI.

🔗 LinkedIn

 

ხანგძლივობა: განსხვავებული

ღირებულება: განსხვავებული

რეგისტრაცია
სილაბუსი