პროდუქტის მენეჯმენტი
პროდუქტის მენეჯმენტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი ორგანიზაციული ფუნქციაა კომპანიებისთვის, ვინაიდან ის აერთიანებს პროდუქტის დიზაინს, ფუნქციონალს და ბიზნეს გადაწყვეტილებებს. BDO Academy-ის სალექციო კურსი მოიცავს ყველა ძირითად უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც საჭიროა პროდუქტის მართვის მთელი ციკლის განმავლობაში. ამასთან, ეჯაილისა და სკრამის პრაქტიკებს პროდუქტის მენეჯმენტსა და განვითარებაში.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- ყველა, ვისაც აინტერესებს პროდუქტის მენეჯმენტი
- სპეციალისტების, მენეჯერებია და ხელმძღვანელები, ვინც მუშაობს გაყიდვებში, მარკეტინგში, HR-ში და მართავს ან ქმნის პროდუქტებს და ფიქრობს პროდუქტის განვითარებაზე.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის განმავლობაში შეისწავლიან:
- როგორ დააგენერირონ იდეები
- ბაზრის კვლევისა და მომხმარებლებთან ინტერვიუების გამოყენებით შეაფასონ შესაძლებლობები
- ეფექტური ხედვისა და სტრატეგიული გეგმის შედგენას
- MVP-სა და UX ძირითად პრინციპებს
- როგორ განსაზღვრონ და ადევნონ თვალი სწორ მეტრიკებს: გარდაქმნებს, ზრდას, აქტივობებისა და შენარჩუნების ოპტიმიზაციას
სწავლების მეთოდოლოგია
ტრენინგი ჩატარდება სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენებით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს მაგალითების მეშვეობით უკეთ გაიაზრონ განსახილველი თემის არსი და მნიშვნელობა. კურსის განმავლობაში მსმენელები იმუშავებენ ინდივიდუალურ პროექტებზე, რომელსაც საბოლოო პრეზენტაციაზე წარადგენენ.
სასწავლო კურსის შინაარსი
- შესავალი პროდუქტის მენეჯმენტში
- პროდუქტის ხედვა, სტრატეგია, Roadmap, ბექლოგი, ხელსაწყოები
- ბაზრის კვლევა, შეფასება, თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევა
- პერსონა, ემპათიის რუქა, მომხმარებელთა უკუკავშირი
- დიზაინის პრინციპები, შეფასების დიზაინი, დიზაინის ხრიკები, MVP
- კომუნიკაცია პროდუქტის მენეჯმენტში, ინტეგრირებული მარკეტინგი
- მეტრიკები, KPI, ანალიტიკა
- ეჯაილ პროდუქტის განვითარება
- ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები
- პრეზენტაცია
რუსუდან ქურდოვანიძე
SPACE NEO ბანკის Product Owner
Concierge Tbilisi-ს დამფუძნებელი/კომერციული დირექტორი. TBC Academy-ის ლექტორი. სერტიფიცირებული პროდუქტის მენეჯმენტში Stanford University-ის მიერ.
ხანგძლივობა: 20 საათი
₾ ღირებულება: განსხვავებული