გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ ფარგლებში BDO Academy და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაპარტნიორდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საქართველოს 5 რეგიონში მეწარმეთა მხარდასაჭერად და მათი ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად, BDO Academy-ის გუნდის მიერ ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:
- კიბერუსაფრთხოება
- ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია
- ხელოვნური ინტელექტი და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია
- მონაცემთა შეგროვება და ანალიზი.
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესებს ჩაუტარდათ კომპანიის საჭიროებების სრული ციფრული დიაგნოსტიკა, მიმდინარე ეტაპზე კი მათ საშუალება აქვთ აამაღლონ თანამშრომლების კვალიფიკაცია და დანერგონ განვითარებისთვის აუცილებელი თანამედროვე პრაქტიკები.
პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდათ სიღრმისეული ციფრული ბიზნეს-საჭიროებების დიაგნოსტიკა, რის საფუძველზეც BDO Academy-ის ექსპერტების მიერ შემუშავდა მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად, მონაწილეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტაციებითაც.
პროექტის „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ შესახებ ინფორმაციის შესაღებად მიმართეთ სავაჭრო სამრეწველო პალატას.