2024 წლის 25 ივნისს, სამსახურის უფროსის მიერ გამოიცა ბრძანება BDO Academy-ის (ს/კ: 205214230) 2024 კალენდარული წლის პერიოდისთვის განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის პროგრამის შეთანხმების თაობაზე. იხ. ბრძანება
ზემოაღნიშნული ბრძანება მიღებულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ სამსახურის უფროსის 2023 წლის 23 აგვისტოს №ნ-8 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების მოთხოვნებს.
წესის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა შესაბამისი რეესტრის საკუთარ გვერდზე, განგრძობითი განათლების ჩანართში, შეავსოს მონაცემები განგრძობითი განათლების მიღების შესახებ.
იხილეთ BDO Academy-ის განგრძობითი განათლების სასწავლო კურსი:
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა