Loading Events

« ყველა ღონისძიება

This ღონისძიება has passed.

RCPS – პრობლემების მართვა LEAN მეთოდოლოგიით

ივნისი 17 19:00 20:15

22 ივნისიდან ვიწყებთ LEAN მენეჯმენტის კურსს, სადაც მსმენელები შეისწავლიან ლინ მენეჯმენტის ტექნიკებს, მიდგომებს და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ლინ ფილოსოფიით მუშაობისათვის.

Lean მენეჯმენტი მართვის უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და მუდმივ განვითარებას. აღნიშნული ვებინარი შეეხება ლინ მენეჯმენტის მიხედვით პრობლემებთან გამკლავების მეთოდოლოგიას.

ვებინარის განმავლობაში Lean 6sigma მწვანე ქამრის მფლობელი და BDO Georgia-ს პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაცის ხელმძღვანელი – ირმა ბერძენიშვილი გაგიზიარებთ სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მაგალითებს თუ როგორ მოვახდინოთ პრობლემების ძირეული მიზეზების გამოკვლევა და გამკლავება. მიღებული ცოდნის გამოყენებას შეძლებთ ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში, რათა დაზოგოთ დრო პრობლემებთან ეფექტურად მუშაობაში.

ებინარზე მოსახვედრად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.office.com/r/ea8pm0KmXN

აპლიკაციების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები ვებინარის დღეს მიიღებთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე ბმულს, სადაც შეძლებთ დასწრებას.

📍 თარიღი: 17 ივნისი, 2021

📍 დრო: 19:00