CFA
სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა ინსტიტუტი (CFA Institute) ინვესტიციების პროფესიონალთა გლობალური ასოციაციაა, რომელიც ფინანსურ ბაზარზე პროფესიული ცოდნისა და ქცევის ნორმების (ეთიკის) საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს ადგენს. ინსტიტუტს ჰყავს 190 000-ზე მეტი წევრი 164 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის 165 000 სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების მფლობელი (CFA® Charterholder) და 156 ადგილობრივი გაერთიანება. სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის სტატუსი ენიჭებათ მათ, ვინც დაასრულა სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის პროგრამა (CFA® Program) და აკმაყოფილებს დაწესებულ სამუშაო გამოცდილებას.
პროგრამა აერთიანებს 3 გამოცდას, რომლებიც ამოწმებს ინვესტიციების ანალიზის, აქტივების შეფასების, პორტფელის მართვისა და ქონების დაგეგმვის საფუძვლებს. აღნიშნული პროგრამა, როგორც წესი, განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ფინანსები, ბუღალტერია, ეკონომიკა ან ბიზნესი.
სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების მფლობელები (CFA® Charterholder) კვალიფიცირებულნი არიან მმართველობითი და აღმასრულებელი თანამდებობებისთვის ფინანსებში, ინვესტიციების მენეჯმენტში, რისკების მენეჯმენტში, აქტივების მენეჯმენტსა და სხვა.
სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) I დონის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია წელიწადში ოთხჯერ, II დონის – სამჯერ და III დონის – ორჯერ. გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია კომპიუტერიზებული ფორმატით სპეციალურად აღჭურვილ 400-ზე მეტ საგამოცდო ცენტრში. იხილეთ საგამოცდო ცენტრების სია ბმულზე: CFA Program Test Center Locations
საერთაშორისო გამოცდის მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი ან საერთაშორისო ეკვივალენტი (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- პროფესიული სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).
გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: Exam Dates, Cost, and Registration Fees (cfainstitute.org)
სწავლების მეთოდოლოგია
ჩატარდება ინტენსიური და ინტერაქტიული ტრენინგები:
- თეორიული და პრაქტიკული სწავლება (პრობლემების ანალიზი, სავარჯიშოებზე მუშაობა);
- ტესტირება და MOCK გამოცდა;
- მასალების გამეორება და საგამოცდო ტექნიკების სესიები;
სასწავლო კურსის შინაარსი
- Quantitative Methods
- Economics
- Financial Reporting and Analysis
- Corporate Issuers
- Equity Investments
- Fixed Income
- Derivatives
- Alternative Investments
- Portfolio Management and Wealth Planning
- Ethical and Professional Standards.
გივი გუჯარაიძე, CFA
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკების მთავარი ანალიტიკოსი
სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების მფლობელი (CFA® Charterholder), მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის დოქტორანტი, ბაკალავრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (“აისეტი”) ეკონომიკის მაგისტრანტი.
ლაშა კოდუა, CFA
საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების მფლობელი (CFA® Charterholder), მუშაობის 13 წლიანი გამოცდილებით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.
გაეცანით ბლოგს: ყველაფერი, რაც CFA-ის შესახებ უნდა იცოდეთ
ხანგძლივობა: 102 საათი
₾ ღირებულება: 4 000 ლარი
* კურსზე მოქმედებს 5 თვიანი შიდა განვადება