ბალანსი
„ბალანსი“ არის სააღრიცხვო გადაწყვეტილება თანამედროვე ბუღალტრებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ ისარგებლონ Hi-Tech შესაძლებლობებით და გახადონ მათი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ეფექტიანი და ამავე დროს სასიამოვნო.
სასწავლო კურსის მიზნები
კურსის მიზანია მსმენელებისთვის სააღრიცხვო პროგრამის ძირითადი ფუნქციების დეტალურად გაცნობა და შესწავლა.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- ბუღალტრები
- მთავარი ბუღალტრები
- ფინანსური მენეჯერები
- მენეჯერები
- ოპერატორები და კომპანიის სააღრიცხვო სისტემაში ჩართული სხვა დაინტერესებული პირები.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- პროგრამაში დამოუკიდებლად მუშაობას
- სხვადასხვა შინაარსის სამეურნეო ოპერაციების ანალიზსა და ბუღალტრულად ასახვას
- ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მომზადებას და სურვილისამებრ აწყობას.
საბუღალტრო პროგრამა „ბალანსის“ შესახებ
„ბალანსი“ არის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რომელიც შექმნილია 1C პლატფორმაზე და გამოირჩევა ტექნოლოგიური შესაძლებლობებით:
- ვებ ინტერფეისი: ბაზასთან წვდომა ნებისმირი მოწყობილობიდან
- ქლაუდ ტექნოლოგია: (SAAS) პროგრამით სარგებლობა ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ
- ძლიერი რეპორტინგი: 40-ზე მეტი ფინანსური და მენეჯერული რეპორტი და მობილური აპლიკაცია
- Connect: ონლაინ მხარდაჭერა პირდაპირ პროგრამიდან
- RS.ge-სთან და ინტერნეტბანკთან ინტეგრაცია
„ბალანსში“ სრულად არის გათვალისწინებული საგადასახადო სიახლეები: მოგების გადასახადის ახალი მოდელი და ავანსის დღგ.
სწავლების მეთოდოლოგია
სასწავლო პროცესი დინამიურია და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. განხილული იქნება მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები. ყოველ ტრენინგზე მსმენელები გააკეთებენ ახსნილ მასალასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ პრაქტიკულ სამუშაოს. კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა სერთიფიკატი.
ეფექტური შედეგისთვის მსმენელებს საშუალება ექნებათ იმუშაონ „ბალანსში“ არამხოლოდ ტრენინგის მსვლელობის დროს, არამედ დისტანციურად – „ბალანსის“ დემო ვერსიაზე
სასწავლო კურსის შინაარსი
- პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
- შესყიდვები
- გაყიდვები
- სასაქონლო ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა
- ძირითადი საშუალებები
- ხელფასები
- მონაცემების ჩატვირთვა ექსელის ფაილიდან, ფულადი სახსრები
- პერიოდის დახურვა
ელა მანუკიანი
BDO აკადემიის მენეჯერი
ელა მანუკიანს 18-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობა უკავშირდება საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებასა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამების მართვას. დაგროვილი გამოცდილებითა და სხვადასხვა სექტორის ცოდნით, იგი ხელს უწყობს პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას და პრაქტიკულ საჭიროებებზე ორიენტირებული სწავლების განვითარებას.
გამოცდილება და სექტორული ცოდნა:
ელას გამოცდილება მოიცავს უძრავი ქონების, დაზღვევის, სათამაშო ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, საბანკო და საფინანსო, ტექნოლოგიების, მეცნიერების, მედიისა და ტელეკომუნიკაციის, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, დისტრიბუციისა და ფიტნესის სექტორებს.
განათლება და კვალიფიკაცია:
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Financial Management (F9) – ACCA.
ხანგრძლივობა: 18 საათი
₾ ღირებულება: განსხვავებული