თანამედროვე ადამიანური კაპიტალის მართვა მხოლოდ ყოველდღიური HR პროცესების ეფექტურად წარმართვას არ გულისხმობს. ის სტრატეგიულ ხედვას, ორგანიზაციული მიზნების გააზრებასა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას მოითხოვს. სფეროში დაგროვილი გამოცდილების პარალელურად კი პროფესიული განვითარება ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად, არსებული კომპეტენციების გაღრმავებასაც მოიაზრებს.  

#აკადემიელების რუბრიკაში გიზიარებთ BDO აკადემიის კურსდამთავრებულის, ცისია გლურჯიძის პროფესიულ ისტორიას. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ მან პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი SPHRi (Senior Professional in Human Resources International) საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებით გააგრძელა. მისთვის ეს პროცესი პრაქტიკული გამოცდილების სისტემატიზაციისა და საკუთარი პროფესიული კომპეტენციების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 

მოტივაცია: მრავალწლიანი გამოცდილებიდან სტრატეგიულ ხედვამდე 

ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და ყოველდღიური გამოწვევების მართვის პროცესში. თუმცა კარიერული განვითარების გარკვეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება, არამედ მისი სისტემატიზაცია და უფრო ფართო, სტრატეგიულ კონტექსტში გააზრება. 

ცისია გლურჯიძისთვის პროფესიული განვითარების შემდეგი ნაბიჯის გადადგმის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს გახდა. მას სურდა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირება და HR-ის როლის სტრატეგიული მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერება. 

„ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, ჩემთვის მთავარი გამოწვევა აღარ იყო მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება. მინდოდა ჩემი პრაქტიკული გამოცდილების სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება. SPHRi სწორედ ის შემდეგი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც შესაძლებლობა მომცა საკუთარი ცოდნა უკვე სტრატეგიული HR-ის ჭრილში შემეფასებინა“, აღნიშნავს ცისია.  

არჩევანი: SPHRi და BDO აკადემია 

SPHRi საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელიც HR სფეროს პროფესიონალებს ეხმარება, გაიფართოონ პროფესიული ცოდნა და ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციის მიზნებს დაუკავშირონ. 

ცისიასთვის SPHRi-ის სერტიფიკატის მოპოვება პროფესიული განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომლის მიზანიც მრავალწლიანი გამოცდილების სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების უკეთ გაცნობა იყო. BDO აკადემია კი პროფესიონალი კოლეგების რეკომენდაციით შეარჩია. 

„BDO აკადემია პროფესიონალი კოლეგების რეკომენდაციით ავირჩიე და ამ არჩევანმა ნამდვილად გაამართლა. SPHRi კურსი კი იმიტომ შევარჩიე, რომ ეს პროგრამა ძალიან ახლოს არის ჩემს დღევანდელ პროფესიულ როლთან“,  გვიზიარებს ცისია. 

სასწავლო პროცესი: მნიშვნელოვანი საკითხების სწორად განსაზღვრა 

საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მომზადება დიდი მოცულობის მასალაზე მუშაობას, ინფორმაციის გაანალიზებასა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანდიდატმა შეძლოს ძირითადი საკითხების გამოყოფა და მათი პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირება. 

ცისიას შეფასებით, SPHRi-ის სასწავლო პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მასალის მოცულობა და პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრა იყო. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ლექტორის, თეიკო ბოკუჩავას, პროფესიულმა მიდგომამ და მასალის სტრუქტურირებულად მიწოდებამ შეასრულა. 

„SPHRi-ის მასალა საკმაოდ მოცულობითია და ყველაზე რთული სწორედ იმის სწორად განსაზღვრაა, სად გააკეთო მთავარი აქცენტები. თეიკო ბოკუჩავა ძალიან მეთოდურად გვიზიარებდა ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებს. განსაკუთრებით აღვნიშნავ მის უნარს, დიდი მოცულობის მასალიდან გამოეყო ის საკვანძო საკითხები, რომლებიც პრაქტიკულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, აღნიშნავს ცისია. 

გამოცდაზე მიღებული გამოცდილება: ცოდნა, ანალიზი და სწორი გადაწყვეტილებები 

SPHRi-ის გამოცდა კანდიდატისგან არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას, კონცენტრაციასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უნარსაც მოითხოვს. 

ცისიასთვის გამოცდის ფორმატი განსაკუთრებით საინტერესო სწორედ იმით აღმოჩნდა, რომ ის პროფესიულ საქმიანობაში ყოველდღიურად გამოყენებულ უნარებს ეფუძნება. შესაბამისად, გამოცდა მიღებული ცოდნის შეფასებასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილების გადააზრების შესაძლებლობაც იყო. 

„გამოცდა ნამდვილად მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ანალიზს, ლოგიკურ აზროვნებას, კონცენტრაციასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ამ უნარების გამოყენებას ისედაც ყოველდღიურად ვახდენთ ჩვენს საქმიანობაში და ამიტომ პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო“, გვიზიარებს ცისია. 

პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი: გამოცდილების საერთაშორისო აღიარება 

SPHRi-ის სერტიფიკატის მოპოვება ცისიასთვის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე დადასტურებასთან ერთად, საკუთარი სტრატეგიული ხედვის კიდევ უფრო გაძლიერებასაც ნიშნავს. 

მისი შეფასებით, სწავლის პროცესმა მიმდინარე პროფესიული საქმიანობის მიმართ ხედვა გააფართოვა და ყოველდღიურ პროცესებს დამატებითი მნიშვნელობა შესძინა. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილების მუდმივი განვითარება და მისი სტრატეგიულ მიზნებთან დაკავშირება. 

„SPHRi ჩემთვის მრავალწლიანი HR და ლიდერული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე დადასტურებაა. ამ პროცესმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი სტრატეგიული ხედვა და მეტი მნიშვნელობა შესძინა ყველა მიმდინარე პროცესს“, აღნიშნავს ცისია. 

ცისია გლურჯიძის პროფესიული გზა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გამოცდილი პროფესიონალისთვის განვითარება მხოლოდ ახალი ცოდნის მიღებას არ გულისხმობს. ის არსებული კომპეტენციების სისტემატიზაციას, პრაქტიკული გამოცდილების სტრატეგიულად გააზრებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივ პროცესს წარმოადგენს. 

BDO აკადემია პროფესიონალებს საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მომზადების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ ეხმარება, გააძლიერონ პროფესიული კომპეტენციები, განივითარონ სტრატეგიული ხედვა და საკუთარი გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტებს დაუკავშირონ.