ACCA 

ACCA, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მზარდ საერთაშორისო საბუღალტრო ორგანიზაციას, რომელსაც 117 ქვეყნის მასშტაბით 241 000  წევრი და 542 000 სტუდენტი ჰყავს. ACCA-ის კვალიფიკაცია დაინტერესებულ პირებს ეხმარება წარმატებული კარიერის შექმნაში ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბუღალტერია, საბანკო საქმე, მენეჯმენტი და კონსალტინგი. ამავდროულად, მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რგოლის სამსახურეობრივი პოზიციით დაინტერესებულთათვის. 

ACCA-ის კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც არსებითია ყველა სახის ბიზნესისთვის. ეს კი გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას ორგანიზაციულ თუ საბუღალტრო დონეზე თქვენთვის სასურველი პოზიციებიდან გამომდინარე. ACCA-ის კვალიფიკაცია დაგეხმარებათ დაგეგმოთ წარმატებული კარიერა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ 13 გამოცდა იმისთვის, რომ მიიღონ ACCA-ის კვალიფიკაცია. (ჩათვლის შემთხვევაში ნაკლები). გამოცდები ტარდება წელიწადში ოთხჯერ. გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია ონლაინ ACCA-ის ავტომატიზირებულ საგამოცდო ცენტრებში, მათ შორის (BT), (MA), (FA) და (LW) BDO Academy-ში.

სწავლების მეთოდოლოგია

ჩატარდება ინტენსიური და ინტერაქტიული საკლასო ტრენინგები, რომლებსაც გაუძღვებიან 5-დან 15 წლამდე გამოცდილების მქონე კვალიფიციური პროფესიონალები.

  • პრაქტიკული სწავლება (პრობლემების ანალიზი, სავარჯიშოებზე მუშაობა)
  • ტესტირება და MOCK გამოცდა
  • მასალების გამეორება და საგამოცდო ტექნიკების სესიები

კურსის განმავლობაში კომუნიკაცია მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო მასალები და გამოცდები არის ინგლისურენოვანი. 

სოფო ცილიკიშვილი

საქართველოს ბანკის ორგანიზაციული რისკების მართვის უფროსი რისკ მენეჯერი (ACCA MA-ის ლექტორი)


სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სტუდენტი. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსების მიმართულებით | მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით.

🔗 LinkedIn

სოფიკო კარანაძე, ACCA

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მენეჯერი | (ACCA FA-ის ლექტორი)


სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. მუშაობის 13 წლიანი გამოცდილებით. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტის ფინანსური მენეჯერი | აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მართვის კონსულტანტი (განმახორციელებელი უწყება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო).

🔗 LinkedIn 

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ACCA

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების უფროსი | (ACCA FA-ის ლექტორი)


სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი | მუშაობის 6 წლიანი გამოცდილებით.

🔗 LinkedIn 

მიხეილ ჟუჟუნაშვილი, ACCA

BDO Georgia-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების დირექტორი, ფინანსური მენეჯმენტის აუთსორსინგის მიმართულებით (ACCA PM-ისა და FM-ის ლექტორი)


მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მოწვეული ლექტორი.

🔗 LinkedIn

გოგი ეხვაია, ACCA

საქართველოს ბანკის ჯგუფის IFRS შესაბამისობის მენეჯერი (ACCA FR-ის ლექტორი)


ბუღალტერიასა და აუდიტის სფეროში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილებით. სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის ACCA Global-ის წევრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.

🔗 LinkedIn

ლანა წოწორია, ACCA

საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (ACCA FR-ის ლექტორი)


ფინანსურ სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით. სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის ACCA Global-ის წევრი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.

🔗 LinkedIn

გაეცანით ბლოგს: როგორ გავხდე ACCA-ის სტუდენტი?

ეწვიეთ ACCA Global-ის სტუდენტის სექციას: ACCA Students

დაუკავშირდით ACCA Connect-ს : ACCA Connect, 110 Queen Street, Glasgow G1 3BX, United Kingdom.

T: +44 (0)141 582 2000; E: info@accaglobal.com

ხანგრძილივობა: 2 თვე

ღირებულება:

  • MA; FA – 750 ლარი
  • PM; FR; FM – 800 ლარი

* სტუდენტებისთვის კურსებზე მოქმედებს -100 ლარიანი ფასდაკლება

* ელექტრონული წიგნების ღირებულება +120 ლარი 

რეგისტრაცია
სილაბუსი