უწყვეტი სწავლა და პროფესიული განვითარება დღევანდელ “VUCA” სამყაროში ერთადერთი გზაა, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. ადამიანური კაპიტალის მართვის ტენდენციები სწრაფად ვითარდება, კომპანიები ეძებენ სტრატეგიულ HR პარტნიორებს, რომლებიც არა მხოლოდ ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებს წარმართავენ, არამედ დიდ როლს ითამაშებენ ორგანიზაციული კულტურის მშენებლობაში და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ქეთევან ხულუზაური, რომელმაც SPHRi გამოცდა ახლახანს წარმატებით ჩააბარა, გვიზიარებს:
“უკეთეს HR პროფესიონალად იქცევი მხოლოდ მაშინ, როცა მუდმივად ვითარდები. SPHRi სერტიფიკატმა მომცა არამხოლოდ ცოდნა, არამედ სტრატეგიული ხედვა, რომელიც საშუალებას მაძლევს კომპანიის მართვაში რეალურად ჩავერთო”.
კურსის შინაარსი მოიცავს ადამიანური რესურსების მართვისთვის საკვანძო ინსტრუმენტების ათვისებას:
- ტალანტების მართვა
- ორგანიზაციული განვითარება
- კომპენსაციები და ბენეფიტები
- სამუშაო ურთიერთობები
- HR პოლიტიკები და პროცესები
- სტრატეგიული დაგეგმვა.
კურსის განმავლობაში განსაკუთრებული კონცენტრაცია კეთდება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ბიზნეს სცენარებში ინტეგრირებაზე, რისკების შეფასებასა და სტრატეგიულ აზროვნებაზე. SPHRi განსაკუთრებით ღირებულია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მუშაობს HR მიმართულებით და სურსმნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა კარიერული წინსვლისთვის.
ქეთევანი ხაზს უსვამს რომ სერტიფიკატი არ არის მხოლოდ სტატუსი:
“SPHRi ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტიტული. ეს არის ცოდნა, რომელიც გაძლევს საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გააზრებულ ხედვას. მომზადების პროცესმა შესაძლებლობა მომცა დეტალურად მესწავლა HR-ის, როგორც ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორის როლი”.
როგორ დაეხმარა BDO Academy ქეთევანს SPHRi გამოცდის ჩაბარებაში
SPHRi გამოცდა კომპლექსური კომპონენტებისგან შედგება, რომელიც თეორიული ცოდნის გარდა სტუდენტისგან რეალური ბიზნეს პრობლემების გადაჭრას და სიტუაციურ ანალიზს მოითხოვს, შესაბამისად, მომზადებას სტრუქტურირებული მიდგომა სჭირდება. დამოუკიდებელი „კლასგარეშე“ მუშაობა მნიშვნელოვანია საფუძვლისთვის, თუმცა სწავლის პროცესში ეფექტური სასწავლო ეკოსისტემა, რელევანტური სილაბუსი და კვალიფიციური, სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერის ჩართულობა გადამწყვეტია. სწორედ ასეთი მიდგომა განაპირობებს წარმატებულ შედეგს, რომელიც სერტიფიკატის გარდა სტუდენტს აძლევს რეალურ უნარს, რომელიც სამუშაო პროცესებში რეალიზდება.
„თითოეულ სექციას, თითოეულ კითხვას განვიხილავდით სიღრმისეულად. თეიკო ბოკუჩავა, თავისი ენერგიითა და ცოდნით, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეორიით, ის გვაძლევდა ცოდნას და უნარებს, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში აუცილებელია”, ხაზს უსვამს ქეთევანი.
რჩევები SPHRi სერტიფიცირების მსურველებისთვის
1. გაიაზრეთ SPHRi-ის გამოცდის სტრუქტურა და შეფასების ლოგიკა
SPHRi გამოცდა დაყოფილია რამდენიმე დომენად, რომლებსაც განსხვავებული წონა და აქცენტები აქვთ. ამიტომ პირველი ნაბიჯი ტექნიკური ჩარჩოს გააზრებაა: სად ითხოვს გამოცდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და სად ოპერაციულ სიზუსტეს. როცა სწავლის დომენების წონებზე და მოთხოვნებზე წარმოდგენა შეგექმნებათ, თქვენი დროითი რესურსის განაწილებას უკეთესად შეძლებთ.
2. შეარჩიეთ სანდო და გამოცდილი პარტნიორი
იმისთვის რომ გამოცდა წარმატებით ჩააბაროთ და თან საკითხები სიღრმისეულად გაიაზროთ, საჭიროა გამოცდილი ტრენერი და სწორი სასწავლო ეკოსისტემა. გამოცდის სტრუქტურაზე მორგებული სილაბუსი ათვისების პროცესს გაამარტივებს, უფრო ეფექტურს გახდის და დაგაზოგინებთ დროს, ხოლო გამოცდილი ლექტორი ყველა თქვენს ინტერესს დააკმაყოფილებს და უზრუნველყოფს რომ თეორია მართებულად გადაითარგმნოს პრაქტიკაში.
„მთავარია მუდმივი მოტივაცია და სწორად შერჩეული მხარდაჭერა. BDO Academy-ის კურსი დამეხმარა ცოდნის ორგანიზებულად გააზრებაში და გამოცდისთვის თავდაჯერებულად მომზადებაში“, გვიდასტურებს ქეთევანი.
3. ერთდროულად ფუკუსირდით როგორც თეორიის შესწავლაზე, ასევე ტესტებთან მუშაობაზე
მნიშვნელოვანია ყოველდღიური პრაქტიკა ე.ი. სჯობს ყოველ დღე 10 წუთი დაუთმოთ პრაქტიკას, ვიდრე 5 საათი კვირაში ერთხელ. SPHRi-ის მთავარი ღირებულება და გამოცდის სირთულეც იმაშია, რომ ის ამოწმებს თეორიის რეალურ ბიზნეს სიტუაციებში გამოყენებას, ამიტომ სწავლისას პრიორიტეტი უნდა იყოს პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც დაგეხმარებათ წარამტებისთვის სწორი ლოგიკის გამომუშავებაში.
დასკვნა
SPHRi სერტიფიცირება უმნიშვნელოვანესი პროფესიული ეტაპია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო დონეზე ადასტურებს HR სპეციალისტის კომპეტენციას, არამედ იმიტომ, რომ მომზადებისა და ჩაბარების პროცესში შეძენილი გამოცდილება თავად იქცევა განვითარების ძლიერ ინსტრუმენტად.
სწავლების განმავლობაში HR პროფესიონალი იწყებს ორგანიზაციული პროცესების სრულ სურათად დანახვას, სწავლობს და იაზრებს, თუ როგორ უკავშირდება ადამიანური რესურსების მართვა ბიზნესის მიზნებს, როგორ ითარგმნება HR გადაწყვეტილებები ფინანსურ, ოპერაციულ და რეპუტაციულ შედეგებში და როგორ უნდა შეფასდეს რისკები თითოეულ ნაბიჯზე.
პროფესიონალი სწავლობს არა მხოლოდ “რა არის სწორი”, არამედ “რატომ არის სწორი” და “რა შედეგს მოიტანს”. ეს ქმნის საფუძველს, რომ HR ფუნქცია იქცეს ბიზნესის პარტნიორად: მონაწილეობდეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მართავდეს ცვლილებებს, აყალიბებდეს პოლიტიკებსა და კონკრეტული მონაცემებით (HR მეტრიკებზე დაფუძნებული ანალიტიკით) ამყარებდეს საკუთარ პოზიციებს.