საქართველოს შრომის კოდექსი უბრალოდ წესების კრებული არ არის. ის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის ფუნდამენტური ჩარჩოა. ეს ჩარჩო პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის სტაბილურობაზე, რეპუტაციასა და ფინანსურ მდგომარეობაზე. დღევანდელ ბიზნეს გარემოში, სადაც კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამ ნორმების ზედაპირული ცოდნა საკმარისი აღარ არის.

დღეს HR და ბიზნესს მენეჯმენტს სჭირდება არა მხოლოდ ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, არამედ იურიდიული რისკების სწორი კონტროლიც. შრომის კოდექსი ურთიერთობის ყველა ეტაპს დეტალურად არეგულირებს. ის ეხება ყველაფერს: დაწყებული კანდიდატის შერჩევიდან, დასრულებული თანამშრომლის გათავისუფლების რთულ პროცედურებამდე. ამ ნორმების არასწორმა ინტერპრეტაციამ კი, შესაძლოა, სერიოზული სამართლებრივი დავა და გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს.

სწორედ აღნიშნული საკითხების სიღრმისეულად შესასწავლად შეიქმნა BDO Academy-ის შრომის სამართლის კურსი. ტრენინგები მონაწილეებს აძლევს არა მხოლოდ კანონის ცოდნას, არამედ მის პრაქტიკაში გამოყენების უნარსაც, რათა თავიდან აირიდონ ძვირადღირებული სამართლებრივი შეცდომები.

როცა ცოდნა თავდაჯერებულობას ნიშნავს: კურსდამთავრებულის გამოცდილება

იმის გასაგებად, თუ რა პრაქტიკული სარგებელი მოაქვს კურსს პროფესიონალებისთვის, ჩვენ ვესაუბრეთ ნინი სვიანაიძეს, კომპანია „აგროჰაბის“ HR ადმინისტრირების სპეციალისტს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ წელზე მეტია ამ პოზიციაზე ვმუშაობ და შესაბამისად პრაქტიკული ცოდნა მქონდა, მუდმივად ვცდილობდი თეორიული ცოდნის გაღრმავებას. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი შრომის სამართლის საინტერესო კურსს და საბოლოოდ, კოლეგის რჩევით BDO Academy აღმოვაჩინე. კურსის დეტალების გაცნობისთანავე მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა“.

კურსის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ნინი ტრენერის, ზურა ნატროშვილის, პროფესიონალიზმსა და სწავლების მეთოდოლოგიას ასახელებს:

„კურსის მიმართ თავიდანვე დადებითი მოლოდინი მქონდა, რომელიც 100%-ით გამართლდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლექტორის დამოკიდებულება. ბატონი ზურა მუდმივად ცდილობდა თითოეული საკითხის სიღრმისეულად ახსნას. შედეგად, კურსიდან მიღებული ცოდნის სამუშაო პროცესში გადმოტანა ბევრად საინტერესო და მარტივი აღმოჩნდა. ახლა გაცილებით თავისუფლად და თავდაჯერებულად ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. ამისთვის კი უდიდესი მადლობა BDO აკადემიას და ბატონ ზურა ნატროშვილს“.

შრომის კოდექსის სიღრმისეული ცოდნა ორმაგ სარგებელს იძლევა: ის იცავს ბიზნესს სამართლებრივი რისკებისგან და, ამავდროულად, ქმნის სამართლიან და გამჭვირვალე სამუშაო გარემოს. ასეთ კომპანიაში თანამშრომლები თავს დაცულად გრძნობენ, მენეჯერები კი გადაწყვეტილებებს თავდაჯერებულად იღებენ.

საბოლოო ჯამში, შრომის სამართალის კურსში ინვესტიცია მხოლოდ ბიზნესის დაზღვევა არ არის, ეს არის ზრუნვა კომპანიის მთავარ კაპიტალზე, ადამიანებზე.