BDO Academy-მ ProCredit Bank-ის 90 თანამშრომლისთვის MS Excel-ის პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების სერია ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომელთა მონაცემთა მართვისა და ანალიზის უნარების გაუმჯობესებას.

კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, სასწავლო კურსი მოერგო ორგანიზაციის მოთხოვნებს და ფოკუსირდა მონაწილეების იმ ინსტრუმენტებით აღჭურვაზე, რომელიც გაამარტივებდა მათი ყოველდღიური ამოცანების შესრულებასა და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებას.

ინტერაქციული სესიების განმავლობაში, BDO Academy-ის გამოცდილმა ტრენერებმა უზრუნველყვეს პრაქტიკული სწავლება, რაც საშუალებას აძლევდა მონაწილეებს მათი ცოდნის რეალურ სამუშაო პროცესში გადატანის.

კურსის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენლებმა, კერძოდ: ბიზნეს კლიენტთა და ფიზიკურ პირთა მრჩევლებმა, საკრედიტო რისკებისა და პორტფელის ანალიზის სპეციალისტებმა, ფინანსური რისკების ოფიცრებმა, AML, HR და სხვა ბექ ოფისის წარმომადგენლებმა.  

MS Excel-ის პროგრამის შემსწავლელი კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ როგორც ძირითად, ასევე სიღრმისეულ ფუნქციებს. ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნა სხვადასხვა ქეისები, თუმცა Case Studies გარდა, მონაწილეებმა შეასრულეს ინდივიდუალური დავალებებიც.

,,პროკრედიტ ბანკის’’ წარმომადგენლის შეფასება:

,,ექსელის ტრენინგებს დადებითად შევაფასებდი. ტრენინგის შედეგად თანამშრომლებმა გაიუმჯობესეს ცოდნა და გამოიმუშავეს უნარ-ჩვევები, რაც გამოადგებათ სამუშაო პროცესში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანი, რაც გვქონდა აღნიშნული ტრენინგის დაგეგმვისას, მიღწეულია.’’

BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.