BDO Academy-ში ტარდება მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის HRCI-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსი PHRi-ში (Professional in Human Resources International).

კურსს უძღვება SPHRi-ის სერტიფიკატის მფლობელი თეიკო ბოკუჩავა – 17 წლიანი გამოცდილებით HR-ის სფეროში.

PHRi-ის სერტიფიცირების შესახებ

PHRi საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტულია, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI) გთავაზობთ. HRCI მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ორგანიზაციაა, რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტებს ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. 500 000-მდე HR პროფესიონალი უკვე სერტიფიცირებულია 125-ზე მეტ ქვეყანაში.

PHRi-ის ტიტულის მფლობელები ხვდებიან ტიტულოვან სპეციალისტთა მონაცემთა ბაზაში. საერთაშორისო ან მაღალი ორგანზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები, პირველ რიგში, ამ ბაზებში ეძებენ მომავალ თანამშრომლებს. ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში, პროფესიულ და სოციალურ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ PHRi-ის ელექტრონულ სამკერდე ნიშანს. მაგ. Teiko Bokuchava, PHRi

გამოცდაზე გასვლის პრე-რეკვიზიტები

  1. მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე hr-ის პოზიციაზე + სამაგისტრო ხარისხი ან საეთაშორისო ექვივალენტი.

ან

  1. მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე hr-ის პოზიციაზე + საბაკალავრო ხარისხი ან საერთაშორისო ექვივალენტი.

ან

  1. მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე hr-ის პოზიციაზე + ატესტატი ან საერთაშორისო ექვივალენტი.

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/PHRi

ტიტულის უპირატესობები

  1. დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ
  2. უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი
  3. სწრაფი კარიერული წინსვლა
  4. მაღალი ანაზღაურება
  5. PHRi-ის კურსდამთავრებულის პრესტიჟული სტატუსი, რომელსაც რეზიუმეში მიუთითებთ.

BDO Academy-ის PHRi-ის კურსი მოიცავს 30 საათს და მისი ღირებულება 1200 ლარია. 

ტრენინგის პრე-რეკვიზიტები

  • ინგლისური ენა B2
  • აკადემიური ხარისხი ან სამუშაო გამოცდილება HR-ის მიმართულებით.

2016 წლიდან,  BDO Academy სხვადასხვა მიმართულებით მაღალი სტანდარტების სასერტიფიკატო სასწავლო კურსებს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლოთ HR მენეჯმენტის, ფინანსების, ციფრული მარკეტინგის, სააღრიცხვო პროგრამებისა და Soft Skill-ების მიმართულებით. ასევე მოემზადოთ და ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდები.

BDO Academy არის ტრენინგცენტრი, სადაც შეძლებთ სხვადასხვა მიმართულებით განივითაროთ პროფესიული უნარები და გახდეთ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.