ACCA
ACCA, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მზარდ საერთაშორისო საბუღალტრო ორგანიზაციას, რომელსაც 117 ქვეყნის მასშტაბით 241 000 წევრი და 542 000 სტუდენტი ჰყავს. ACCA-ის კვალიფიკაცია დაინტერესებულ პირებს ეხმარება წარმატებული კარიერის შექმნაში ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბუღალტერია, საბანკო საქმე, მენეჯმენტი და კონსალტინგი. ამავდროულად, მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რგოლის სამსახურეობრივი პოზიციით დაინტერესებულთათვის.
ACCA-ის კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც არსებითია ყველა სახის ბიზნესისთვის. ეს კი გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას ორგანიზაციულ თუ საბუღალტრო დონეზე თქვენთვის სასურველი პოზიციებიდან გამომდინარე. ACCA-ის კვალიფიკაცია დაგეხმარებათ დაგეგმოთ წარმატებული კარიერა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ 13 გამოცდა იმისთვის, რომ მიიღონ ACCA-ის კვალიფიკაცია. (ჩათვლის შემთხვევაში ნაკლები). გამოცდები ტარდება წელიწადში ოთხჯერ. გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია ონლაინ ACCA-ის ავტომატიზირებულ საგამოცდო ცენტრებში, მათ შორის (BT), (MA), (FA) და (LW) BDO Academy-ში.
სწავლების მეთოდოლოგია
ჩატარდება ინტენსიური და ინტერაქტიული საკლასო ტრენინგები, რომლებსაც გაუძღვებიან 5-დან 15 წლამდე გამოცდილების მქონე კვალიფიციური პროფესიონალები.
- პრაქტიკული სწავლება (პრობლემების ანალიზი, სავარჯიშოებზე მუშაობა)
- ტესტირება და MOCK გამოცდა
- მასალების გამეორება და საგამოცდო ტექნიკების სესიები
კურსის განმავლობაში კომუნიკაცია მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო მასალები და გამოცდები არის ინგლისურენოვანი.
სოფო ცილიკიშვილი
საქართველოს ბანკის ფინანსური ანგარიშგების შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი (ACCA MA-ის ლექტორი)
სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სტუდენტი. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსების მიმართულებით | მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით.
სოფიკო კარანაძე, ACCA
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური მენეჯერი | (ACCA FA-ის ლექტორი)
სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. მუშაობის 13 წლიანი გამოცდილებით.
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტის ფინანსური მენეჯერი | აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მართვის კონსულტანტი (განმახორციელებელი უწყება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო).
მიხეილ ჟუჟუნაშვილი, ACCA
BDO Georgia-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების დირექტორი, ფინანსური მენეჯმენტის აუთსორსინგის მიმართულებით (ACCA PM-ისა და FM-ის ლექტორი)
მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მოწვეული ლექტორი.
გოგი ეხვაია, ACCA
საქართველოს ბანკის ჯგუფის IFRS შესაბამისობის მენეჯერი (ACCA FR-ის ლექტორი)
ბუღალტერიასა და აუდიტის სფეროში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილებით. სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის ACCA Global-ის წევრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.
ლანა წოწორია, ACCA
საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (ACCA FR-ის ლექტორი)
ფინანსურ სფეროში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით. სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის ACCA Global-ის წევრი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.
მარიამ მოისწრაფიშვილი, ACCA
ლიბერთი ბანკის ცენტრალური რეპორტინგის და მონაცემთა ანალიზის დეპარტამენტი, ფინანსური რეპორტინგის განყოფილების უფროსი
ACCA Affiliate, ACCA FFA ლექტორი
14 წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში, ფინანსების, სტრატეგიული დაგეგმვისა და რეპორტინგის მიმართულებით.
კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალავრი ფინანსების სპეციალობით.
გაეცანით ბლოგს: როგორ გავხდე ACCA-ის სტუდენტი?
ეწვიეთ ACCA Global-ის სტუდენტის სექციას: ACCA Students
დაუკავშირდით ACCA Connect-ს : ACCA Connect, 110 Queen Street, Glasgow G1 3BX, United Kingdom.
T: +44 (0)141 582 2000; E: info@accaglobal.com
ხანგრძილივობა: 2 თვე
₾ ღირებულება:
- MA; FA – 750 ლარი
- PM; FR; FM – 800 ლარი
* სტუდენტებისთვის კურსებზე მოქმედებს -100 ლარიანი ფასდაკლება
* ელექტრონული წიგნების ღირებულება +130 ლარი