თანამედროვე HR-ში წარმატების მთავარი პირობა უწყვეტი პროფესიული განვითარება და გლობალური სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვაა. 

#აკადემიელების რუბრიკაში გიზიარებთ BDO Academy-ის კურსდამთავრებულის, სალომე ჟორჟოლიანის ისტორიას, რომელმაც 25 წელზე მეტი ხნის სტრატეგიული HR ლიდერშიფის გამოცდილება საერთაშორისო დონეზე განამტკიცა და SPHRi (Senior Professional in Human Resources International) სერტიფიკატი მოიპოვა. 

მოტივაცია: პროფესიული გამოცდილებიდან საერთაშორისო აღიარებამდე 

HR მენეჯმენტი მრავალფეროვან და კომპლექსურ მიმართულებებს აერთიანებს, რაც ლიდერებისგან არა მხოლოდ პრაქტიკას, არამედ გლობალური ტენდენციების  მიყოლას მოითხოვს. სალომესთვის, 25+ ლიანი წარმატებული კარიერის მიუხედავად, პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. მისი მთავარი იმპულსი და მიზანი დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით ვალიდაცია იყო. 

მნიშვნელოვანი იყო ამ დაგროვილი პრაქტიკის საერთაშორისო, აღიარებული სტანდარტით ვალიდაცია. SPHRi სერტიფიცირებამ ჩემს პროფესიულ ბიოგრაფიას კიდევ ერთი მყარი საერთაშორისო საყრდენი შემატა“, აღნიშნავს სალომე. 

 

არჩევანი: SPHRi და BDO Academy 

საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესში სწორი საგანმანათლებლო პარტნიორის არჩევა წარმატების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, სალომესთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მოქნილობა და მაღალი ხარისხის აკადემიური მხარდაჭერა, რის გამოც არჩევანი BDO აკადემიაზე შეაჩერა. 

„BDO Academy ორი მიზეზით ავირჩიე: სტრუქტურირებული ონლაინ ფორმატი, რომელიც დატვირთულ სამუშაო გრაფიკს იდეალურად ერგებოდა და მათი მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო სერტიფიცირების მხარდაჭერაში“, გვიზიარებს სალომე. 

 

სასწავლო პროცესი და გამოცდილება 

სალომე განსაკუთრებით გამოყოფს სასწავლო პროგრამის მოქნილობასა და მაღალ აკადემიურ დონეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების ათვისება დიდ კონცენტრაციასა და დროს მოითხოვს, კურსის სწორმა ორგანიზებამ პროცესი ძალიან ეფექტური გახადა. 

მისი შეფასებით, ონლაინ სწავლება საუკეთესოდ იყო სტრუქტურირებული, ხოლო სასწავლო მასალა  მაქსიმალურად თანმიმდევრული და სიღრმისეული, რაც მასალის სრულფასოვნად აღქმასა და გააზრებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს. 

 

გამოცდის შედეგები და სტრატეგიული ხედვა 

SPHRi გამოცდის ფორმატი სტანდარტული ტესტირებისგან სრულიად განსხვავდება, რაც სალომესთვის, როგორც გამოცდილი პრაქტიკოსისთვის, საუკეთესო გამოწვევა აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს პროცესი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თეორიული ცოდნის შემოწმება. 

„SPHRi გამოცდა არ ამოწმებს მხოლოდ თეორიის ცოდნას, ის ზომავს სტრატეგიულ მსჯელობას. HRCI-ის სიტუაციური კითხვები იკვლევს კანდიდატის საუკეთესო გადაწყვეტილებას კონკრეტული ორგანიზაციული კონტექსტისთვის. ეს ზუსტად ისაა, რასაც სტრატეგიული HR ლიდერი ყოველდღიურად აკეთებს. გამოცდის ფორმატი თავად ახდენს გამოცდილი პრაქტიკოსის ვალიდაციას“, აღნიშნავს სალომე. 

 

პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი 

სერტიფიკატის მოპოვება სალომესთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მრავალწლიანი ლიდერული პრაქტიკა და გლობალური HR სტანდარტები სრულ თანხვედრაშია. 

SPHRi-ის სერტიფიკატი პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ცოდნა პრაქტიკაში კიდევ უფრო ეფექტიანად გამოიყენონ, გაიღრმაონ სტრატეგიული ხედვა და საკუთარი პროფესიული კვალიფიკაცია გლობალურ დონეზე წარმოაჩინონ. სწორედ ამიტომ, ეს სერტიფიცირება HR სფეროში ტოპმენეჯერებისა და ლიდერებისთვის კარიერული განვითარების უმნიშვნელოვანეს საფეხურად რჩება.