თანამედროვე HR სფერო პროფესიონალებისგან მუდმივ განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტების ცოდნასა და კომპეტენციების უწყვეტ გაღრმავებას მოითხოვს. 

#აკადემიელების რუბრიკაში გიზიარებთ BDO Academy-ის კურსდამთავრებულის, მარიამის ისტორიას, რომელმაც მრავალწლიანი მიზანი რეალობად აქცია და SPHRi (Senior Professional in Human Resources International) სერტიფიკატის მოპოვებით საკუთარი პროფესიული კვალიფიკაცია საერთაშორისო დონეზე განამტკიცა. 

მოტივაცია: პროფესიული გამოცდილებიდან საერთაშორისო აღიარებამდე 

HR მენეჯმენტი მრავალფეროვან და კომპლექსურ მიმართულებებს აერთიანებს, რაც პროფესიონალებისგან არა მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებას, არამედ ასევე მუდმივ განვითარებას მოითხოვს. მარიამი აღნიშნავს, რომ SPHRi სერტიფიკატის მიღებაზე  რამდენიმე წელი ფიქრობდა. მისი მთავარი მიზანი იყო მიეღო საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსი, რომელიც პროფესიული კომპეტენციისა და ცოდნის ოფიციალური დასტური იქნებოდა. 

მინდოდა, პირველ რიგში, პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია დამეგროვებინა, შემდეგ კი სერტიფიცირებისთვის მომზადება დამეწყო. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროფესიული განვითარების გზაზე“,  აღნიშნავს მარიამი. 

არჩევანი: SPHRi და BDO Academy 

საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესში სწორი საგანმანათლებლო პარტნიორის არჩევა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. BDO აკადემია მან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეარჩია. 

„BDO აკადემიასთან მანამდეც არაერთხელ მქონია შეხება და ზუსტად ვიცოდი, რომ ამ შემთხვევაშიც მას ავირჩევდი. მთავარი ფაქტორი ნდობა იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ სასურველ შედეგს სწორედ აქ მივაღწევდი“, გვიზიარებს მარიამი. 

სასწავლო პროცესი და მენტორობა 

მარიამი განსაკუთრებით გამოყოფს სასწავლო პროგრამის სტრუქტურასა და ორგანიზებას. მისი შეფასებით, კურსი მიზნებსა და განსაზღვრულ ვადებზე ზუსტად იყო მორგებული, რაც მონაწილეებს ეფექტური სწავლის შესაძლებლობას აძლევდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო მასალა მოსალოდნელზე გაცილებით ვრცელი და ინტენსიური აღმოჩნდა, ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევაში უმნიშვნელოვანესი როლი ლექტორის პროფესიონალიზმმა და მენტორობამ შეასრულა. 

ლექტორის პროფესიულმა ცოდნამ და მენტორობის უნარებმა ძალიან კონკრეტული მიმართულება მოგვცა და დასახული მიზნისკენ მიგვიყვანა. ამასთან, განსაკუთრებულად დასაფასებელი იყო მისი ადამიანური მხარდაჭერა და მუდმივი მზადყოფნა, ნებისმიერ დროს დახმარებოდა სტუდენტებს“,  აღნიშნავს მარიამი. 

გამოცდის შედეგები და მიღებული გამოცდილება 

გამოცდის ფორმატი მარიამისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მოსამზადებელი კურსის ფარგლებში ყველა მნიშვნელოვანი დეტალი წინასწარ იყო განხილული. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ბუნებრივი მღელვარებისა და ემოციური ფონისა, იგი გამოცდის პროცესს სრულიად მზად შეხვდა. 

გამოცდამდე და გამოცდის დროს ნამდვილად ვნერვიულობდი, თუმცა ლექტორისგან მიღებული რეკომენდაციები და რჩევები ძალიან დამეხმარა. წარმატებით ჩაბარება კი განსაკუთრებული და სასიამოვნო შეგრძნება იყო,მით უმეტეს, რომ ამ მიზანზე უკვე რამდენიმე წელი ვიყავი კონცენტრირებული“. 

პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი 

მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიკატის მიღებიდან დიდი დრო ჯერ არ გასულა, მარიამი უკვე ნათლად ხედავს იმ მნიშვნელოვან სარგებელს, რომელიც მომზადებისა და სერტიფიცირების პროცესმა მოუტანა. 

მისი თქმით, გამოცდისთვის მზადების პერიოდში მიღებულმა ცოდნამ HR მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულების გაცილებით სიღრმისეული და სისტემური გააზრების შესაძლებლობა მისცა. 

დღეს ვგრძნობ, რომ HR მენეჯმენტის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით უფრო სრულ და ჩამოყალიბებულ ცოდნას ვფლობ, რაც ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ყოველდღიურად მეხმარება“. 

SPHRi-ის სერტიფიკატი პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტიანად გამოიყენონ, გაიღრმაონ სტრატეგიული ხედვა და საკუთარი პროფესიული კვალიფიკაცია გლობალურ დონეზე წარმოაჩინონ. სწორედ ამიტომ, ეს სერტიფიცირება HR სფეროში კარიერული განვითარების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად რჩება.