ტრენერების ტრენინგი
მათთვის, ვისაც ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და ტრენერობა იზიდავს, BDO Academy წარმოგიდგენთ კურსს ტრენერების ტრენინგს (TOT). ამ კურსის გავლით მსმენელები შეისწავლიან და გაიუმჯობესებენ ტრენერისთვის და ტრენინგის მენეჯმენტისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რათა შეძლონ სრულყოფილი და საინტერესო ტრენინგის სესიების ჩატარება.
სასწავლო კურსის მიზნები
-
ეფექტიანი ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო ცოდნის მიღება
-
აუდიტორიასთან მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარის გამომუშავება
-
ტრენინგის ჩატარების სპეციფიური ტექნიკების შესწავლა
-
შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება/დახვეწა.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს მიიღოს ცოდნა ტრენინგის, როგორც სწავლების ინტერაქციული მეთოდის შესახებ და გამოიმუშავოს ტრენერის უნარ-ჩვევები
- მოქმედი ტრენერები, ვისაც სურთ გაიუმჯობესონ ტრენინგის ჩატარების უნარ-ჩვევები.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- შეიქმნან სწორი წარმოდგენა ტრენინგის, როგორც სწავლების ინტერაქციული მეთოდის შესახებ
- ეფექტურად ააწყონ ტრენინგის პროგრამა
- საფუძვლიანად მოემზადონ ტრენინგის ჩატარებისთვის
- სწორად წარმართონ ტრენინგის მიმდინარეობა
- გამოიყენონ ტრენინგის განსხვავებული მეთოდები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო და სახალისო გახადონ სწავლების პროცესი
- მოქნილად მართონ ჯგუფის დინამიკა
- მოერგონ განსხვავებული ტიპის აუდიტორიას და სასურველი მიმართულებით წარმართოთ „რთული“ სიტუაციები.
სწავლების მეთოდოლოგია
ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. ტრენერისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ, მსმენელები გააკეთებენ დავალებას – თავად ჩაატარებენ დემო ტრენინგს და მიიღებენ უკუკავშირს.
სასწავლო კურსის შინაარსი
- ტრენინგის, როგორც სწავლების ერთ-ერთი მეთოდის არსი და დანიშნულება
- მოზრდილთა სწავლების სპეციფიკა
- ტრენინგის ციკლი და სტრუქტურა
- ტრენინგისთვის მომზადება
- პროფესიონალი ტრენერის მახასიათებლები
- ტრენერობის სხვადასხვა სტილი
- ტრენინგის წარმართვის ძირითადი წესები
- ინფორმაციის გადაცემა – მიღების თავისებურებები
- ტრენინგის მეთოდები
- „რთული“ მონაწილეებისა და ჯგუფის დინამიკის მართვა
- პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი.
ელენე ზერეკიძე
BDO Academy-ის ტრენინგების უფროსი კონსულტანტი
მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, მოწვეული ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ეთიკისა და პროფესიული უნარების მოდულის და Accountant in Business – F1-ის კურსზე.
ხანგრძლივობა: 24 საათი
₾ ღირებულება: განსხვავებული