თანამშრომელთა შეფასების სისტემები და ეფექტური უკუკავშირი
თანამშრომელთა შეფასების სისტემები და ეფექტური უკუკავშირი – კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან თანამშრომელთა შეფასების სისტემის სწორად აგებას, ობიექტური კრიტერიუმების ფორმირებას, შეფასების ინტერვიუებისა და რთული საუბრების მართვას, ასევე კონსტრუქციული უკუკავშირის ეფექტიანად გამოყენებას ისე, რომ შეფასება გახდეს განვითარებისა და შედეგის მართვის ინსტრუმენტი და არა ფორმალური პროცედურა. კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ სამუშაოებსა და როლურ სიმულაციებს, რომელთა საფუძველზეც მონაწილეები შეიმუშავებენ სტრუქტურირებული და სამართლიანი შეფასების პროცესს.
სასწავლო კურსის აუდიტორია
- მენეჯერები, HR სპეციალისტები და გუნდის ლიდერები
- ყველა, ვისაც სურს თანამშრომელთა შეფასების მართვის ცოდნის გაღრმავება და ეფექტური უკუკავშირის კულტურის დანერგვა.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- სტრუქტურირებული და სამართლიანი შეფასების პროცესის დაგეგმვასა და მართვას
- სწორი შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებასა და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებას
- შეფასების შედეგების წარმატებულ კომუნიკაციას და რთული საუბრების მართვას
- ფაქტებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემასა და როლური სიმულაციების წარმართვას
- შეფასების შედეგების გამოყენებას თანამშრომელთა განვითარების, მოტივაციისა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების მხარდასაჭერად
- სტრუქტურირებული შეფასების შაბლონებისა და 180° / 360° უკუკავშირის ჩარჩოების პრაქტიკაში გამოყენებას.
სასწავლო კურსის შინაარსი:
- შეფასების სისტემების საფუძვლები და სრული ციკლი
- შეფასების კრიტერიუმები და ობიექტურობა
- შეფასების პროცესი და შეფასების ინტერვიუ
- ეფექტური უკუკავშირი – ტექნიკა და რთული საუბრები
- შეფასებიდან განვითარებამდე და სისტემის ინტეგრაცია.
ნატო კვაჭანტირაძე, CIPD, EMBA
Cenomi Retail-ის HR მენეჯერი
მუშაობის 15 + წლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
-
-
-
-
-
- CIPD-ის მე-5 დონის Associate Diploma: People Management-ის მფლობელი
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
- მრავალწლიანი გამოცდილებით როგორც HRMS-ის დანერგვის, შესაბამისობისა და ტალანტების მენეჯმენტში, ასევე C&B-ში, payroll-ში, ჯილდოს პროგრამების შემუშავებასა და მრავალეროვნული HR აუდიტის ჩატარებაში.
-
-
-
-
-
ხანგრძლივობა: 12 საათი (5 შეხვედრა)
₾ ღირებულება: 600